დავით გელაშვილი
პარტნიორი, BDO ლეგალის ხელმძღვანელი
იმისთვის, რომ ბიზნესი შეუფერხებლად წამოიწყოთ და განვითარების პროცესში კომპანიის საქმიანობა იყოს იურიდიული რისკებისგან დაზღვეული, ბიზნესს სხვადასხვა სახის სამართლებრივი საკითხების გადაჭრა სჭირდება. BDO ლეგალი კომპანიებს სრული სპექტრის იურიდიულ მხარდაჭერას სთავაზობს. BDO ლეგალის ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება განაპირობებს გამორჩეულ და ინდივიდუალურ მიდგომას სერვისის გაწევის პროცესში. ამასთანავე ჩვენი სამართლებრივი მხარდაჭერა როგორც წესი, მოიცავს მთელი რიგი საკითხების საგადასახადო ჭრილში ანალიზს, რაც ტრანზაქციებსა თუ ბიზნესსქემებს კიდევ უფრო მდგრადსა და ფინანსურად ეფექტურს ხდის.