ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები შემოქმედს ან სასაქონლო ნიშნის თუ საავტორო უფლების მფლობელს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს სარგებელი საკუთარი შრომიდან.
BDO ლეგალის გუნდი დაგეხმარებით სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციაში, სალიცენზიო და ფრანჩაიზის გარიგებების დადებაში, ასევე საავტორო და საპატენტო უფლებების მართვაში.
ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევაში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაში საქპატენტსა და სასამართლოში.
ამ კუთხით ჩვენ ვმუშაობთ უცხოურ კომპანიებთან და მათ წარმომადგენლობებთან, ვიცავთ მათ მნიშვნელოვან სავაჭრო პოზიციებს სასაქონლო ნიშნებისა და პატენტის კუთხით, ასევე ვმუშაობთ ადგილობრივ მწარმოებლებთან, რომლებიც ადგილობრივ, ახალი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს ქმნიან (სავაჭრო ნიშანი, საფირმო სახელწოდება, შეფუთვა, დიზაინი და სხვა).