საფინანსო და საინვესტიციო სამართალი

საფინანსო და საინვესტიციო სამართალი

ფინანსური სექტორის ცოდნა ჩვენს იურისტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა კომერციული სახის რჩევა მისცენ ფინანსურ დაწესებულებებს (მათ შორის ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ა.შ.) და დაეხმარონ მათ თავი გაართვან ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

ჩვენ რეგულარულად ვაწვდით კლიენტებს ფინანსურ სფეროში არსებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რათა მზად იყვნენ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის და დროულად მოახდინონ სამართლებრივი სტრატეგიების ადაპტირება.

BDO ლეგალი გთავაზობთ კონსულტაციებს ფინანსური პროდუქტების ფართო სპექტრთან დაკავშირებით, როგორიცაა საბანკო კრედიტები, აკრედიტივი, კრედიტის რესტრუქტურიზაცია, საპროექტო ფინანსები და სხვა. ჩვენ ასევე ვემსახურებით კლიენტებს აქციების გამოშვების თემებზე - ვეხმარებით მათ აქციების გამოშვებასთან დაკავშირებული არასასურველი, გაუთვალისწინებელი შედეგების მინიმიზაციაში და მთელი პროცესის განმავლობაში უზრუნველვყოფთ საჭირო მხარდაჭერით. BDO-ს ქსელის გლობალური რესურსები საშუალებას გვაძლევს, დაინტერესებულ კლიენტებს კონსულტაცია გავუწიოთ საინვესტიციო აქციების საერთაშორისო შეთავაზებებთან დაკავშირებით.

დავით გელაშვილი

დავით გელაშვილი

პარტნიორი, BDO ლეგალის ხელმძღვანელი
personBDO.LiveSite.ViewBio