Grow your dreams with BDO

პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური გარემო, განსაკუთრებული ურთიერთობები როგორც კლიენტებთან, ასევე თანაგუნდელებთან, ჩვენს ხალხთან ერთად მუდმივი სწრაფვა წარმატებისკენ - სწორედ ეს აქცევს BDO-ს გამორჩეულ დამსაქმებლად. 


ჩვენი ხალხი

BDO-ს ხალხი კომპანიის ყველაზე ღირებული აქტივია. ჩვენი განსაკუთრებული სერვისის მიღმა სწორედ განსაკუთრებული თანამშრომლები დგანან, რომელთა ძალისხმევა და პროფესიონალიზმი შეუფასებელია. ჩვენ ვცდილობთ წავახალისოთ თითოეული გუნდის წევრის ინდივიდუალობა და თვითრეალიზაციის სურვილი; ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც კომფორტი, ჩართულობა, გუნდური მუშაობა და ურთიერთობები არსებითი მნიშვნელობისაა.

ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავარი დასაყრდენი საერთო წარმატებაში, თავისი ხასიათით და მუშაობის მაღალი ეთიკით ყოველ დღე გვარწმუნებს, რომ იყო საუკეთესო - ეს უკვე ჩვევაა, ძალა, რომელიც გვამოძრავებს მხოლოდ წინ.


რას ვთავაზობთ ჩვენს ხალხს

BDO-ში მუდმივად  ვცდილობთ, შევინარჩუნოთ გამორჩეულ ურთიერთობებზე დაფუძნებული კულტურა და თანამშრომლებს შევთავაზოთ საუკეთესო პირობები იმისთვის, რომ იმუშაონ თავდაჯერებულად, იმოქმედონ საჭირო მოქნილობით და თავისუფლებით, რის საშუალებასაც სათანადო ცოდნა და სწორი დამოკიდებულებები აძლევთ. ჩვენს ხალხს საშუალება აქვს ჩაერთოს კომპანიის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობებში. 

  • Secondment

ინფორმაციის, ცოდნისა და  გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბიდიოელებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რამდენიმე თვით გაემგზავრონ და იმუშაონ BDO-ს სხვადასხვა ოფისში მსოფლიოს მასშტაბით. მიიღო საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება, გაიცნო უამრავი პროფესიონალი, შეხვდე ახალ გამოწვევებს და გახდე ბევრად უფრო თავდაჯერებული - გაცილებით მარტივია, როცა BDO-ს გუნდის წევრი ხარ. 

  • სერტიფიცირება

ჩვენ ვცდილობთ განსაკუთრებული ხელშეწყობით წავახალისოთ პროფესიული სერტიფიცირება. ბიდიოელებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ დამატებითი სასწავლო შვებულება, ისარგებლონ მოსამზადებელი კურსების, გამოცდებისა და ყოველწლიური საწევროს დაფინანსებით. მათ შორის, კომპანია აფინანსებს ACCA-ის (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის) სერტიფიცირებას. თანამშრომლების ასეთი მხარდაჭერა ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რათა ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებასა და ბიზნეს პერსონებად ჩამოყალიბებას. 

  • ტრენინგები

BDO-ში გვჯერა, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს მიზნების მიღწევაში. კომპანიაში ბიდიო აკადემიის ბაზაზე მუდმივად იგეგმება შიდა ტრენინგები საქმიანი თუ ტექნიკური კომპეტენციების განვითარების მიზნით.  ტრენინგები დაფუძნებულია საერთაშორისო პრაქტიკასა და თანამედროვე მეთოდოლოგიებზე,  რასაც ერთვის ჩვენი მაღალკვალიფიციური ტრენერების მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენს ხალხს საშუალება აქვს დაესწროს არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ტრენინგებსაც, რომელიც ქსელის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში იგეგმება. 

  • კარიერული წინსვლა

BDO თავის თანამშრომლებს სთავაზობს კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას, შესაბამისად, ისინი მუდმივად ხედავენ, რა შესაძლებლობები არსებობს მათი კარიერული განვითარებისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ სამუშაო გარემოს და პროცესებს, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს გაიზარდონ როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად. 

  • სამართლიანი და თანაბარუფლებიანი გარემო 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით. 

Relationships matter

საქმიანი სამუშაო სივრცის მიღმა ჩვენ ვართ მეგობრები, რომლებიც არაჩვეულებრივად ვატარებთ დროს არაფორმალურ გარემოში. თიმბილდინგ აქტივობები, შიდა სპორტული შეჯიბრებები, კომპანიის სახელით სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა, ჩვენი საფეხბურთო გუნდის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და კორპორატიული წვეულებები თითოეულ ჩვენგანს საშუალებას აძლევს თავი იგრძნოს დიდი და ძლიერი გუნდის წევრად, სადაც ურთიერთობები მნიშვნელოვანია. 


WHAT YOU NEED TO KNOW

რა უნდა იცოდეთ

ხშირად დასმული კითხვები
ვრცლად