დავით გელაშვილი
ჩვენი მომსახურება მოიცავს კონსულტაციებს ისეთი სტრატეგიული და კომპლექსური ოპერაციების ირგვლივ, როგორიცაა:
- ფირმების შერწყმა და შეძენა (M&A)
- კორპორატიული რესტრუქტურიზაცია
- ტრანსნაციონალური ოპერაციები.
M&A - ჩვენი გამოცდილება შერწყმის და შეძენის სფეროში საშუალებას გვაძლევს ტრანზაქციის ორივე მხარეს შევთავაზოთ ტაქტიკური და სტრატეგიული რჩევები, არსებული იურიდიული რისკების გამოსავლენად, შესაფასებლად და აღმოსაფხვრელად.
კორპორატიული რესტრუქტურიზაცია - ხშირად საჭიროა ბიზნესის ხელახალი სტრუქტურირება, როგორც გარე ინვესტორთა მოთხოვნით, ასევე შიდა საჭიროებებით პარტნიორების, თანმდევი რისკების, პორტფელებისა თუ ინდუსტრიების ხელახალი გადაწყობა მეტი ეფექტურობისათვის. მსგავსი ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება მოითხოვს სამართლისა და ფინანსების კარგ ცოდნას და წლების გამოცდილებას. ჩვენ გთავაზობთ როგორც ოპტიმალური სქემების შემუშავებაში დახმარებას, ასევე მათ იმპლემენტაციას.
ტრანსნაციონალური ოპერაციები - ბიზნეს პროცესების შეუფერხებლად მართვისთვის BDO ლეგალი იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს, რომელთაც აქვთ საჭიროება მიიღონ კვალიფიციური იურიდიული მხარდაჭერა ისეთ ტრანზაქციებში, სადაც ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის რეგულაციისა და მოთხოვნების გათვალისწინება უნდა მოხდეს.