უძრავი ქონება და სამშენებლო სექტორი

უძრავი ქონება და სამშენებლო სექტორი

უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სექტორია საქართველოში. მათ შორის მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. მოცემულ ინდუსტრიაში BDO ლეგალს  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, შესაბამისი კანონმდებლობისა და რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა აქვს. ეს უპირატესობას გვაძლევს ჩვენს კლიენტებს გავუწიოთ მრავალმხრივი კონსულტაცია რათა შეიმუშაონ სამართლებრივი და საგადასახადო სტრუქტურა უძრავი ქონების ტრანზაქციების და სახელმწიფო რეგისტრაციისათვის.

BDO ლეგალის გუნდი გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების სამართლებრივ მხარდაჭერას, როგორიცაა უძრავი ქონების დიუ დილიჯენსი, შეძენა, ახალი პროექტების გეგმარება, სამშენებლო ნებართვები, მშენებლობა, დეველოპმენტი, ვალდებულებების უზრუნველყოფა და სხვა.

კონსულტაციები მოიცავს მხარდაჭერას როგორც მოლაპარაკებების პროცესში, ასევე პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე ტენდერებში მონაწილეობიდან - სამშენებლო კონტრაქტის გაფორმებამდე.

ჩვენი სერვისის საშუალებით სამშენებლო თუ დეველოპერულ კომპანიებს ვეხმარებით პროექტის რისკების მინიმიზაციაში. საჭიროების შემთხვევაში წარმოვადგენთ მათ სასამართლოშიც მათი მოსარჩელისა თუ დავის პოზიციის დასაცავად.