Original content provided by BDO
დღეს უკვე სიახლეს არ წარმოადგენს, რომ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social, and Governance (ESG)) ფაქტორები თანამედროვე ბიზნესის კრიტიკული ნაწილი და გრძელვადიანი ღირებულების შექმნის უნიკალური შესაძლებლობაა.
დაინტერესებული მხარეები სულ უფრო და უფრო მეტად ითვალისწინებენ ბიზნესის ESG პროფილს გადაწყვეტილების მიღებისას. ეს ეხება, როგორც სახელმწიფო სექტორს რეგულაციების ჭრილში, ასევე ინვესტორებს, რომლებიც თავს არიდებენ არამდგრად ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას. ამასთან, კომპანიის ხედვა ESG ფაქტორებზე გავლენას ახდენს თანამშრომლების ლოიალობაზე, რადგან ისინი უპირატესობას ანიჭებენ ეთიკურ კომპანიებში მუშაობას. Მომხმარებლები კი ალტერნატივების განხილვისას სწორედ კომპანიის ღირებულებებს ითვალისწინებენ.
ბრენდის რეპუტაციის გაძლიერების გარდა, ESG ფაქტორების ინტეგრირება ბიზნეს სტრატეგიასთან ზრდის კომპანიის მდგრადობას, ამცირებს რისკებს და აუმჯობესებს უკუგებას ინვესტიციაზე (ROI). ეს იმას ნიშნავს, რომ ESG დღის წესრიგშია ყველა ტიპის კომპანიისთვის - იქნება ეს საერთაშორისო კომპანია, მსხვილი, საშუალო თუ მცირე ბიზნესი.
კომპანიის საგადასახადო პოლიტიკა აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ESG-ის სამივე ფაქტორს. მდგრადი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება გულისხმობს შეცვლილ დამოკიდებულებას გადასახადებთან მიმართებაში, მათ შორის, გარემოსდაცვითი გადასახადების ზედმიწევნით დაცვას, გაზრდილ გამჭვირვალობას და გაძლიერებულ საგადასახადო მმართველობის სტრუქტურას, რომელიც ხაზს უსვამს კომპანიის ძალისხმევას მდგრადი განვითარებისთვის.
საგადასახადო ქცევაზე ეს აქცენტები განპირობებულია იმ რწმუნებით, რომ გადახდილი გადასახადები არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულების მომტანი, რადგან ის აფინანსებს სხვადასხვა სახელმწიფო სექტორსა თუ პროექტს. გადასახადებისგან თავის არიდება კი რეპუტაციული ზიანის მომტანია ბიზნესისთვის: მაღალი საგადასახადო რისკის მქონე კომპანიები ყოველთვის არიან საგადასახადო შემოწმების და სანქციების საფრთხის წინაშე, რაც გარდა ფინანსური ზიანისა, რეპუტაციულ ზიანსაც აყენებს ბიზნესს.
დღეს საგადასახადო კონსულტანტებს ესმით თავიანთი როლი კომპანიის ESG მიზნების მისაღწევად, რასაც BDO-ს მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. გამოკითხული საგადასახადო ლიდერების 53% თვლის, რომ ისინი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი კომპანიის ESG სტრატეგიის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, 86% კი დადებითად აფასებს ESG-ის როლს გრძელვადიანი ფინანსური შედეგების მისაღწევად.
BDO-ს სერვისების ფართო სპექტრი და ჩვენი პროფესიონალების ექსპერტული ცოდნა საგადასახადო თუ ESG თემების კუთხით, საშუალებას გვაძლევს დავაინტეგრიროთ ეს საკითხები. ჩვენ დაგეხმარებით საგადასახადო დაგეგმვასა და მის აღსრულებაში ისე, რომ ის შესაბამისობაში იყოს მდგრადობის საკითხებთან და შექმნას გრძელვადიან ფასეულობა თქვენი ბიზნესისთვის. BDO-ში გვესმის, რომ ყველა კომპანიის საჭიროება ინდივიდუალურია და შესაბამის მიდგომას მოითხოვს, სწორედ ამიტომ ჩვენ შევისწავლით თქვენს მიმდინარე მდგომარეობას როგორც მდგრადი ბიზნესის, ასევე საგადასახადო დაგეგმვის ჭრილში და გაგიწევთ სრულფასოვან კონსულტაციას თქვენი კომპანიისთვის ოპტიმალური სტრატეგიის შესაქმნელად.
სერვისზე დეტალური ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ ნომერზე: +995 32 254 58 45