This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

მისია და ფასეულობები

BDO-ს მისიაა, ცოდნით და გამოცდილებით შექმნას კეთილდღეობა საზოგადოებისთვის.

ჩვენი მისია განსაზღვრავს:

  • როგორ მიგვაქვს ჩვენი ცოდნა და გამოცდილება კლიენტებთან გამორჩეული მომსახურების და ურთიერთობების გზით მათი ბიზნესის წარმატებისთვის
  • როგორ პირობებს ვუქმნით ჩვენს ხალხს განვითარების, წინსვლისა და პეროსნალური კმაყოფილებისთვის
  • რა ამოცანებს ვისახავთ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და სიღარიბის დაძლევაში ჩვენი წვლილის შესატანად

BDO-ს ფასეულობები განსაზღვრავს, როგორ ვმუშაობთ კომპანიის მისიის შესასრულებლად ყოველდღე. ისინი ეფუძნება უმაღლეს ეთიკას სამუშაო პროცესსა და ურთიერთობებში, და დიდ წილად განსაზღვრავს BDO-ს, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ორგანიზაციის პრინციპებს.
 

ადამიანი, როგორც პრიორიტეტი. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ინდივიდუალობას და პიროვნულ რეალიზაციას სამსახურში; ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც თანასწორობა, თვითმყოფადობა, კომფორტი, ჩართულობა, გუნდური მუშაობა და ურთიერთობები არსებითი მნიშვნელობისაა. კომპანია მხარს უჭერს თანასწორობასა და თანაბარ შესაძლებლობებს თანამშრომლებისთვის განურჩევლად სქესისა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, სექსუალური ორიენტაციისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა. გამორჩეულობა იწყება შიგნიდან. ურთიერთობების კულტურაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და გულისხმიერება BDO-ს ხალხის დამახასიათებელი თვისებებია. ჩვენ ვმუშაობთ თავდაჯერებულად, ვმოქმედებთ საჭირო მოქნილობით და თავისუფლებით, რის საშუალებასაც სათანადო ცოდნა და სწორი დამოკიდებულებები გვაძლევს. ეს დგას ყველასგან განსხვავებული სერვისის პროცესის მიღმა.

პროფესიონალიზმი. BDO განუხრელად იცავს პროფესიონალიზმის უმაღლეს სტანდარტს კოლეგებთან, კლიენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობაში,  ჩვენ ვფლობთ საუკეთესო ცოდნას და უნარ-ჩვევებს და მუდმივად ვმუშაობთ მათი განვითარებისთვის, არსებით მნიშვნელობას ვანიჭებთ პროფესიულ სერტიფიცირებას. იყო BDO-ს პროფესიონალი, განურჩევლად პოზიციისა და როლისა კომპანიაში, ნიშნავს იყო საქმის ექსპერტი და ეთიკური ქცევის სტანდარტების ერთგული, იჩენდე გულისხმიერებას და პატივისცემას სხვების მიმართ მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებთ, ასრულებდე დანაპირებს, ხშირად აჭარბებდე მოლოდინს და აღიქმებოდე სანდო, საიმედო პარტნიორად საქმესა და ურთიერთობებში.

ბიზნეს ეთიკა. BDO ბიზნეს ეთიკის ფუნდამენტური სტანდარტების ერთგულია - პატიოსან, სამართლიან მუშაობას და თანამშრომლობას მესამე მხარეებთან ჩვენთვის ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი პრინციპია პირდაპირი და გულწრფელი დამოკიდებულებები პროფესიონალურ და საქმიან ურთიერთობებში, ობიექტურობა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ მიკერძოებას, ინტერესთა კონფლიქტს და არასასურველ გავლენებს ან ზემოქმედებას სხვების პროფესიულ ან საქმიან მსჯელობაზე, და აღებული პასუხისმგებლობის სრულყოფილი შესრულება ყოველთვის და ყველას წინაშე.

მუდმივი განვითარება ცვლილებების და ინოვაციების კვალდაკვალ. დღევანდელ კომპლექსურ და დინამიურ სამყაროში კლიენტს სამართლიანი მოლოდინი აქვს, რომ მისი ბიზნეს მრჩეველი ფეხს აუწყობს სიახლეს და ყოველთვის მზადყოფნაში იქნება, დროულად და სწორად გამოიყენოს ის კლიენტის ბიზნესის წარმატებისთვის. ეს ეხება პროფესიაში თანამედროვე, აქტუალური ცოდნის, საუკეთესო პრაქტიკების და ტენდენციების მუდმივ ძიებას, ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისებას და გამოყენებას ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტებისთვის ჩვენს საქმეში და ა.შ. მუდმივი დახვეწა გამოცდილების მიხედვით, უწყვეტი სწავლა, პროფესიული და ტექნოლოგიური განვითარება და პიროვნული ზრდა BDO-სთვის ხასიათის თვისებებია.