მილიარდერების კოსმიური რბოლა (ENG)

“კოსმოსი ყველას გვეკუთვნის.”

რიჩარდ ბრენსონი

კოსმოსის ათვისება 50-ზე მეტი წლის წინ, პატარა ნაბიჯებით - სატელიტების დამონტაჟებით დაიწყო. გავიდა 50 წელი და ჩვენ წინაშეა კოსმიური ტექნოლოგიების თავბრუდამხვევი განვითარება და უამრავი მისია კოსმოსში. ასე რომ კოსმოსის ათვისების მომავალი ისე ახლოა, როგორც არასდროს. 

კაცობრიობა მიისწრაფვის ამოხსნას მზის სისტემის საიდუმლოებები და გამოიკვლიოს დედამიწის მეზობელი პლანეტები: მთვარე, მარსი, ვენერა და იუპიტერი. დღეს მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესზე არ არის დამოკიდებული კოსმოსის შესწავლა, თვითონ პროცესიც საგრძნობლად იცვლება. კაცობრიობას 50 წელი დასჭირდა მიმხვდარიყო, რომ ერებს შორის კონკურენციიდან  თანამშრომლობაზე გადასვლა უფრო დიდ სინერგიულ ეფექტამდე მიგვიყვანს და ამიტომ, ახლა კოსმიური ინდუსტრიის ერა ძალებს იკრებს. სწორედ ამ ნაწილში შემოდიან კერძო ინვესტორები, რომლებსაც კოსმიური ინდუსტრია განვითარების ახალ საფეხურზე აჰყავთ. 21-ე საუკუნემ  ახალი მსხვილი მოთამაშეები ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, რიჩარდ ბრენსონი და სხვები გამოაჩინა, რომელთაგან პირველი სამი ნამდვილი პიონერია საუკუნის კომერციულ კოსმიურ რბოლაში. 

ჯეფ ბეზოსი, უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოში, ექსკლუზიურად არ კონცენტრირდება კოსმოსის ათვისების კომერციულ მხარეზე. ბეზოსის ხედვით, პლანეტის შენარჩუნება და დედამიწის მახლობელი კოსმიური კოლონიების განვითარება ცივილიზაციის ევოლუციის საფუძველია. 5 ივლისს, ჯეფ ბეზოსმა დატოვა Amazon-ის CEO-ს თანამდებობა მეტი კონცენტრირებისთვის  კომპანია Blue Origin-ის განვითარებაზე და ასევე იმისთვის, რომ ჰქონოდა დრო 20 ივლისს კოსმოსში გასაფრენად მომზადებულიყო. 

მეორე გავლენიანი კოსმიური ინდუსტრიის ბიზნესმენი ილონ მასკია, რომელმაც შექმნა SpaceX-ი, რომელიც აწარმოებს აეროკოსმიურ ტექნიკას და სრულიად ცვლის თამაშის წესებს. ეს არის პირველი კერძო კომპანია, რომელსაც ადამიანები პირველ საერთაშორისო კოსმიურ ხომალდზე მიჰყავს. მომავალი ამბიციური პროექტები გულისხმობს ტვირთებისა და ეკიპაჟის გაფრენას მარსზე 2024 და 2026 წლისათვის. 2050 წლისათვის მასკი გეგმავს დაარსოს დამოუკიდებელი ქალაქი, სადაც 1 მლნ ადამიანი შეძლებს ცხოვრებას. 

მაშინ, როცა ბეზოსი და მასკი კაცობრიობის მომავლის მისიაზე მუშაობენ, რიჩარდ ბრენსონი, მსოფლიოში ცნობილი ანტრეპრენერი, კოსმოსის ტურისტულ ინდუსტრიას უმიზნებს. მიმდინარე წლის 11 ივლისს რიჩარდ ბრენსონი და მისი ეკიპაჟი Virgin Galactic-ით კოსმოსში გაფრინდა და დროში  აჯობა ჯეფ ბეზოსს. ბრენსონი გეგმავს ყველას მისცეს შესაძლებლობა განიცადოს ნულოვანი გრავიტაცია და დედამიწას თვალი ადევნოს კოსმოსიდან, კომერციული კოსმიური ფრენების წარმოება იგეგმება 2022 წელს.

კერძო ინვესტორების აქტიური ჩართულობა კოსმოსის გათავისების თემებში გააფართოვებს კოსმიურ ეკოსისტემას და ხელს შეუწყობს სფეროს მომავალ განვითარებას. თუმცა, რა გველოდება იქ, ვარსკვლავებში? და რა გავლენას მოახდენს კოსმოსის განვითარება დედამიწის დიდ კორპორაციებზე?

მომავალი 50 წლის განმავლობაში წარმატების მისაღწევად ბევრ ბიზნესს დასჭირდება კოსმოსის რომანტიზმი და კომერციული ინოვაცია ერთიანობაში მოიყვანოს და ისე იმუშაოს შემდგომ განვითარებაზე. ყველაზე პერსპექტიული კოსმიური ინდუსტრიები, რომელზეც ბიზნესი უნდა კონცენტრირდეს და მიიღოს კონკურენტული უპირატესობები შემდეგია:

  1. კოსმოსური სამთომოპოვება
  2. კოსმოსური ინფრასტრუქტურა
  3. კოსმოსური ფერმერობა
  4. კოსმოსური ლოჯისტიკა და ორბიტალური ტრანსპორტირება 
  5. კოსმოსური მასპინძლობა და ტურიზმი 

2040 წლისათვის მოსალოდნელია, რომ კოსმიური ეკონომიკის შემოსავალი 1 ტრილიონ დოლარზე მეტი იქნება არსებული და ფუტურისტული ტექნოლოგიების ხარჯზე, ისეთის, როგორიც არის 3D პრინტერები, მაღალსიჩქარიანი მთვლელები კოსმოსური ფრენებისთვის, რობოტი RASSOR-ი, მდგრადი ქსელები, პორტატული მაგნიტური მაგისტრალი, მიკრო მცურავები და სხვა. 

უახლოეს 30 წელიწადში - კაცობრიობა მიაღწევს ახალ ჰორიზონტებს და გამოწვევებს მზის სისტემაში და მის იქეთ. მუდმივი ბაზები მთვარესა და მარსზე, დასახლებები დიდ ასტეროიდებზე, კოსმოსური მზის ელექტროსადგურები, სათბურები მთვარესა და მარსზე, მაგისტრალური ფრენები შორ მანძილზე, მოძრავი კოსმიური სადგურები როგორც მოსასვენებელი ადგილები კოსმოსური მგზავრობისთვის, სუბორბიტალური და ორბიტალური ფრენები - ყველაფერ ამას შეუძლია კაცობრიობისთვის მომავლიდან რეალურ აწმყოდ იცეს. 

 

ჩამოტვირთეთ დეტალური კვლევა