This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
სტატია:

თანამედროვე სამუშაო გარემო დისტანციური მუშაობისთვის

17 მარტი 2020

დღეს არსებულმა რეალობამ და კორონა ვირუსის პრევენციულმა ღონისძიებებმა (Covid-19) მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობა აიძულა დარჩეს სახლში და იმუშაოს სახლიდან. ლოგიკურად იბადება კითხვა, რა გავლენა ექნება ამას ბიზნესზე? ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგა საკმაოდ ბევრი ბიზნესი საქართველოშიც.

დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა კომპანიებისთვის კონკრეტულ გამოწვევებს ქმნის:

  1. ტექნიკური მომზადება - კომპანიას შეიძლება არ ჰქონდეს მზად ის ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც თანამშრომელთა შეუფერხებლად მუშაობისთვის არის საჭირო
  2. მენეჯმენტის გამოწვევა - კომპანიის მენეჯმენტი ხშირად მოუმზადებელია დისტანციური მუშაობისთვის - ვერ ამყარებს სათანადო საქმიან კომუნიკაციას თანამშრომლებთან, რაც არაერთ პრობლემას იწვევს.
  3. უსაფრთხოება - ფორსმაჟორულ სიტუაციაში ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმის  გათვალისწინება

გამოსავალი არის ბიზნეს უწყვეტობა სახლიდან გაუსვლელად - Modern Workplace

დღესდღეობით, იმისათვის რომ თანამშრომელს ჰქონდეს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა მას ესაჭიროება მხოლოდ ინტერნეტი. წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Microsoft, Google, Zoom და სხვები, გვთავაზობენ კონკრეტულ გადაწყვეტას - Modern Workplace-ს. მისი მოწყობით, კომპანიისთვის დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა ძალიან გამარტივებულია.  

რას გულისხმობს Modern Workplace:

  1. მუშაობა ნებისმიერ დროს

მოშორებული წვდომა ადამიანს შესაძლებლობას აძლევს იმუშაოს ნებისმიერ დროს, მთავარია ჰქონდეს წვდომა საკუთარ სამუშაო სივრცეზე.

  1. მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან

Modern Workplace-ის დროს თანამშრომელს შეუძლია იმუშაოს სახლიდან, კაფედან, ან ნებისმიერი მისთვის სასურველი ადგილიდან.

  1. მუშაობა ნებისმიერი მოწყობილობიდან

Modern Workplace საშუალებას იძლევა სამსახურეობრივ ფაილებზე წვდომა გქონდეს ნებისმიერი მოწყობილობიდან რომელიც შესაბამისობაში იქნება კომპანიის უსაფრთხოების მოთხოვნებთან.

  1. შეხვედრები ნებისმიერ დროს

Modern Workplace-ის დროს თანამშრომლებს აღარ ჭირდებათ ერთ სამუშაო სივრცეში შეხვედრა. მათ შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ადგილიდან მოაწყონ ვირტუალური შეხვედრის ორგანიზება და მიიღონ გადაწყვეტილებები.

Modern workplace-ის მოწყობა კომპანიებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დისტანციური მოშაობისთვის, არამედ ამ მეთოდის დანერგვა კომპანიებს სხვა შესაძლებლობასა და სარგებლებსაც აძლევს:

  • თანამშრომლები გადაიყვანონ 4 დღიან (ან უფრო მოკლე) სამუშაო კვირაზე
  • გამოათავისუფლონ და უფრო ეფექტურად გამოიყენონ სამუშაო სივრცე
  • გაზარდონ თანამშრომლის კმაყოფილება და პროდუქტიულობა.

მსოფლიო პრაქტიკების გათვალისწინებით Modern Workplace-ს აქვს დიდი ფინანსური სარგებელიც:

  1. Call Center-ების შემთხვევაში 13%-მდე გაიზარდა სწრაფად მოგვარებული მოთხოვნების რაოდენობა. 30%-მდე თანამშრომლები ასევე თავს გრძნობენ საქმეში უფრო ჩართულად როდესაც 3 დღეს მუშაობენ სახლიდან და მხოლოდ 15% გრძნობს თავს „არა-ჩართულად“
  2. ნაკლები ბიულეტენი - მსუბუქად ავადმყოფობის შემთხვევაშიც კი თანამშრომლები მუშაობენ სახლიდან და არ ხდება სამსახურეობრივი პროცესის შეფერხება
  3. სახელფასო ფონდის შემცირება - საშუალო და მცირე კომპანიებში ხშირად სახელფასო ბიუჯეტი მთელი შემოსავლის 30-50% მერყეობს. განვითარებულ ქვეყნებში თანამშრომლების ხშირად თანახმა არიან სახლიდან მუშაობის სანაცვლოდ 8-10% ხელფასის კლებაზეც
  4. თანამშრომელთა სახლიდან მუშაობის შემთხვევაში კომპანიას შესაძლებლობა უჩნდება დაზოგოს ოფისის ხარჯებიც.

დისტანციურ  რეჟიმზე გადასვლასთან ერთად აქტუალურია ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმების გათვალისწინება, რის გარეშეც შესაძლოა კომპანიას გაცილებით მეტი ზიანი მიადგეს, ვიდრე უბრალოდ ბიზნეს პროცესის დროებითი შეჩერებით.

მნიშვნელოვანია კომპანიებს ესმოდეთ რომ დისტანციურად მუშაობის პირობებშიც უნდა ხდებოდეს იმ მოწყობილობებისა და კავშირის უსაფრთხოება, რომლის გამოყენებითაც ხდება კავშირი კორპორატიულ მონაცემებთან.

რა რისკები ახლავს რეაქტიულად სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადასვლას?

  • არაავტორიზებული წვდომა კომპანიის მონაცემებსა და სისტემებზე
  • მონაცემების გადინება მიზანმიმართულად თუ შემთხვევით
  • მავნე კოდის გავრცელება კორპორატიულ სისტემებში
  • კრიტიკული IT სისტემების მწყობრიდან გამოსვლა
  • თაღლითობა

ყველა ამ რისკმა შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ფინანსური დანაკარგები, ისე რეპუტაციული ზიანი.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ Modern Workplace-ის მოწყობა მოხდეს სწორად. BDO-ს გუნდს შეუძლია დაგეხმაროთ ამ მიმართულებით - დეტალურად შეისწავლოს თქვენი კომპანიის პროცესები, Microsoft-ის ტექნოლოგიური გადაწყვეტები თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს მოარგოს და შემოგთავაზოთ ყველაზე ოპტიმალური მოდელი თქვენი ბიზნესის უწყვეტობისთვის.