
ანანო ციცვიძე
BDO საქართველოში აუდიტორული ფირმების მთლიანი შემოსავლების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, ინფორმაცია ამის შესახებ bm.ge-ზე გამოქვეყნდა. რეიტინგი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების მიერ წარდგენილ 2023 წლის ფინანსური ანგარიშგებების მონაცემებს ეყრდნობა.
აუდიტორული კომპანია | სრული შემოსავალი (₾) | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
BDO | 21,936,582 | 18% |
PwC | 20,875,643 | 20% |
EY | 17,979,187 | -6% |
KPMG | 13,378,175 | 12% |
Deloitte | 7,176,381 | -30% |
ჩვენი მრავალრიცხოვანი კლიენტების მხარდასაჭერად, განვაგრძობთ ძლიერი და მდგრადი კომპანიის შექმნას და ვფოკუსირდებით სტრატეგიებზე, რომელიც შეუცვლელია ჩვენი კლიენტების მხარდაჭერის პროცესში, მათი ტრანსფორმაციის გზაზე. კლიენტებს მუდმივად მიუწვდებათ ხელი საუკეთესო გადაწყვეტებზე #BDOადამიანების მხარდაჭერით, რომლებიც ფლობენ და უწყვეტად იღრმავებენ ცოდნას ბიზნესის, ინდუსტრიების და ბაზრების შესახებ. ისინი ყოველდღიურად ქმნიან გამორჩეული მომსახურების გამოცდილებას და პარტნიორობის სწორ მაგალითებს ქართული ბიზნესისთვის.
ბრენდის თანმიმდევრულობა და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ ის მთავარი ფაქტორებია, რაც განსაზღვრას და ქმნის BDO-ს 25 წლიან ისტორიას საქართველოში.
აუდიტორული ფირმების მიერ reportal.ge-ზე წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს აუდიტორული კომპანიების მთლიან შემოსავლებს, მათ შორის აუდიტორული, საგადასახადო, ბიზნეს საკონსულტაციო, ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის, იურიდიული და სხვა მომსახურების მიწოდებიდან.
BDO არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს BDO-ს საერთაშორისო ქსელის წევრს. კომპანია 11 პარტნიორს და 250-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ჩვენ ვემსახურებით მსხვილ და საშუალო, ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს თითქმის ყველა ინდუსტრიაში.
BDO-ს გლობალური ქსელი მოიცავს 166 ქვეყანას და ტერიტორიას 119,611-ზე მეტი თანამშრომლითა და 1,800 ოფისით მსოფლიო მასშტაბით.
ყველაზე მრავალფეროვანი სერვისებით, რომელსაც BDO ადგილობრივი რესურსებით, ბაზრის უნიკალური ცოდნით და ექსპერტიზით სთავაზობს კლიენტებს, ჩვენ ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმა ვართ საქართველოში და მთლიანად რეგიონში.
BDO-ს ძირითადი მიმართულებებია:
კლიენტებთან განსაკუთრებული ურთიერთოებები, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აქცენტირება, პარტნიორული მიდგომები, პასუხისმგებლობა და სანდოობა ჩვენი უცვლელი ფასეულობებია. ეს გვეხმარება გავამართლოთ ჩვენ მიმართ არსებული ნდობა და შევქმნათ მდგრადი ფასეულობა მათთვის, ვისთანაც ვთანამშრომლობთ.
ანანო ციცვიძე