ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი

ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი

ჩვენი ძირითადი საქმე ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური საკონსულტაციო მომსახურებაა. ინდუსტრიული გამოცდილების გათვალისწინებით სააღრიცხვო, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში, კლიენტები იღებენ ფართო ბიზნეს ოპერაციულ ხედვას ყველა საჭიროებისთვის.

BDO-ს გამორჩეული ხარისხის სერვისის ნაწილია BDO პორტალი, რომელიც კოლაბორაციის ციფრული სივრცეა BDO-ს მომხმარებლებისთვის. ეს არის ქლაუდ ტექნოლოგიით შექმნილი პორტალი, რომლის  საშუალებითაც გაცილებით მარტივია დიდი რაოდენობის დოკუმენტების დახარისხება და ერთმანეთისთვის გაზიარება კიბერსაფრთხეებისგან დაცულ ციფრულ გარემოში, ამასთან შესაძლებელია სამუშაოს, შესაბამისი შემსრულებლისთვის მიკუთვნება და მიმდინარე პროცესების კონტროლი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
 


მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვა

ორგანიზაციის სპეციფიურ ინტერესებზე მორგებული მომსახურება, წამყვანი ქლაუდ ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს ზუსტ, დროულ და საიმედო ფინანსურ ანგარიშგებებზე შეუფერხებელ წვდომას.  

გაიგე მეტი ► 

 

სახელფასო აღრიცხვა

სახელფასო ადმინისტრირება ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლია, რაც უამრავ დროს, კონცენტრაციასა და შესაბამის ცოდნას საჭიროებს. ჩვენ დაგეხმარებით დაზოგოთ დრო და ფინანსები, დაიცვათ ხელფასებთან დაკავშირებული კონფიდენციალობა, შესაბამისობაში იყოთ შრომით კანონმდებლობასთან და დააზღვიოთ შეცდომის რისკები.

 გაიგე მეტი ►


ფინანსური მენეჯერის ფუნქციის აუთსორსინგი

ფინანსური ანალიზი საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ ფინანსური დაგეგმვისა და რეგულაციებთან შესაბამისობის გამოწვევებს. ფინანსური მენეჯერის სერვისი დაგეხმარებათ უკეთ გაანალიზოთ თქვენი საქმიანობის შედეგები და სწორად დაგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები

გაიგე მეტი ►


მთავარი ბუღალტრის ფუნქციის აუთსორსინგი

მთავარი ბუღალტრის ფუნქციის აუთსორსინგი,  BDO-ს საერთაშორისო რეპუტაციისა და ადგილობრივი გამოცდილების საფუძველზე, ახალ სტანდარტებს ადგენს ბუღალტრული საქმიანობის წარმართვის პროცესში. სერვისის ფარგლებში თქვენ იღებთ მთავარი ბუღალტრის მომსახურებას, რაც ეს ერთი მხრივ, ეხმარება თქვენს კომპანიას საჭირო რესურსების დაზოგვასა და სწორად გადანაწილებაში, მეორე მხრივ კი, გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას დააზღვიოთ საბუღალტრო რისკები და უზრუნველყოთ ბიზნესის უწყვეტობის პროცესი.



სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ ნომერზე  +995 32 254 58 45 

 

სერვისი : მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვა

სამშენებლო დეველოპერულ კომპანია ტერასას 7 დასრულებული და ამდენივე აქტიური პროექტი აქვს, ჩვენი ბიზნესის სწორი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია გამართული ფინანსური ოპერაციები. BDO-ს გამოცდილი სპეციალისტები კი ნებისმიერ დროს მზად არიან მომაწოდონ ჩემთვის საინტერესო ფინანსური მონაცემები, რომელიც მეხმარება მქონდეს სწორი წარმოდგენა კომპანიის მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობაზე და მასზე დაყრდნობით შევძლო შემდეგი სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  

სერვისი: მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვა

ბრიტანეთის საბჭო არის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაცია კულტურული ურთიერთობებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის. ჩვენ გვყავს ათასობით აქტიური მონაწილე ჩვენს პროგრამებსა და პროექტებში. ამ ყოველივეს შესრულებისთვის კი აუცილებელია ისეთი კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური და ერთგული პარტნიორების მხარდაჭერა, მიმდინარე ბუღალტრულ, სამეურნეო და საგადასახადო საკითხებში, როგორიც ბიდიოს აუთსორსინგის გუნდია. მიხარია და ვამაყობ ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობით, რომელიც მუდმივი სტაბილურობის განცდას და მოტივაციას გვმატებს.                        
ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი

ქეთევან ზარიძე

პარტნიორი, ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის მიმართულების ხელმძღვანელი
person$$BDO.LiveSite.ViewBio$$