სახელფასო აღრიცხვა და ადამიანური რესურსების ადმინისტრირება
მომსახურებას ახორციელებენ BDO-ს ადგილობრივი პროფესიონალები, რომელთაც აქვთ დამქირავებლის საგადასახადო ვალდებულებების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა.
სერვისი მოიცავს კადრებთან დაკავშირებული განაცემების აღრიცხვას, შესაბამის დეკლარირებას და საჭიროების შემთხვევაში ანგარიშსწორებას.
იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანური რესურსების მართვის როლი იზრდება და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, BDO გთავაზობთ ადამიანური რესურსების ადმინისტრირებას, რომელიც ეხმარება კლიენტებს, ჩამოაყალიბონ სწორი ორგანიზაციული სტრუქტურა და მმართველობითი მოდელი დასახული მიზნების მისაღწევად.