სახელფასო კვლევა
გამართული ბიზნეს პროცესების მნიშვნელოვანი კომპონენტი კომპანიის ადამიანური რესურსია, რომლის მართვაც თავის მხრივ სწორ მენეჯმენტს მოითხოვს. თანამშრომელთა მოტივაციისთვის აუცილებელია კომპენსაციის ობიექტური სისტემა და შრომის ბაზარზე დამსაქმებლის მიმზიდველობის შენარჩუნება.
სახელფასო კვლევის მომსახურება კი სწორედ ის სერვისია, რომელიც გეხმარებათ გქონდეთ სრულყოფილი სურათი ზოგადად ან კონკრეტული სექტორის შრომის ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და კონკრეტულად თქვენს კომპანიაში არსებულ HR პოლიტიკაზე. BDO-ს სახელფასო კვლევა აგრეგირებული რეპორტის სახით მომზადდება, რაც საშუალებას მოგცემთ სწორად შეაფასოთ ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა. მოცემული კვლევით შესაძლებლობა გექნებათ ბენჩმარკინგის და მისი გათვალისწინებით ისეთი სამუშაო გარემოს შექმნის, რომელიც მოტივაციას მისცემს და განავითარებს არსებულ თანამშრომლებს და ამასთან მოიზიდავს ახალ ტალანტებს.
ტალანტებს.