კორპორაციული ფინანსები
ჩვენი კორპორაციული ფინანსების ექსპერტები კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების მიზნით, თანამშრომლობენ საგადასახადო და საბუღალტრო აღრიცხვის სფეროში მომუშავე გამოცდილ კონსულტანტებთან. ჩვენი მომსახურება ყველა სექტორს მოიცავს.
ჩვენი მთავარი მიდგომა კლიენტების დროული და მიზანმიმართული კონსულტაციებით უზრუნველყოფაა. ჩვენთან მომსახურების პროცესს კვალიფიციური პერსონალი წარმართავს, რომელთაც ფართო გამოცდილება აქვთ მოლაპარაკებების წარმოებასა და საკითხების სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტაში.
შერწყმა და შეძენა

ჩვენი კორპორაციული ფინანსების გუნდი გაგიწევთ პროფესიულ კონსულტაციებს როგორც შემძენი, ისე გამყიდველი მხარის ინტერესების გათვალისწინებით.
შეფასება

ბიდიო დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის სწორი ღირებულების განსაზღვრაში, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ზუსტი და მყარი გადაწყვეტილებები.
დიუ დილიჯენსი და ტრანზაქციებთან დაკავშირებული სერვისები

დიუ დილიჯენსი უზრუნველყოფს კომპანიისთვის შემოთავაზებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების დამოუკიდებელ, ობიექტურ შეფასებას.
კაპიტალის ბაზრები და დაფინანსების მოზიდვა
ბიდიოს სპეციალისტები გაგიწევენ კონსულტაციას
კაპიტალის ბაზრებიდან, კერძო კაპიტალის პროვაიდერების, ბანკებისა და ალტერნატიული სესხების პროვაიდერებისგან თანხის მოზიდვის ეფექტურ გზებთან დაკავშირებით.
სასამართლო ექსპერტიზა

სასამართლო ბუღალტრული აღრიცხვა მოიცავს სააღრიცხვო საქმეს, რომლის საჭიროება ფაქტობრივი ან მოსალოდნელი სასამართლო საქმეების შედეგად დგება კონკრეტული სასამართლო საქმის ან დავის მოგვარების პროცესში.
ბაზრის კვლევა და ანალიზი
კომპანიების მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებასთან ან ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებული რისკების, ხარჯებისა და შემოსავლების განსაზღვრა და ბაზარზე არსებული იმ გარემოებების შესწავლა, რომელიც აისახება ბიზნეს გეგმებზე.
სახელფასო კვლევა
აგრეგირებული რეპორტის სახით მომზადებული სახელფასო კვლევა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გქონდეთ სრულყოფილი სურათი ზოგადად ან კონკრეტული სექტორის შრომის ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და კონკრეტულად თქვენს კომპანიაში არსებულ HR პოლიტიკაზე.
სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიტოვთ საკონტაქტო, ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 32 254 58 45
საკონტაქტოს დატოვება