This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
სტატია:

მზადება პოსტკრიზისული პერიოდისთვის დაიწყო - BDO კომპანიებს SAP Business One-ის დანერგვაზე 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

24 აპრილი 2020

საქართველოს მთავრობამ უკვე დაასახელა ვადები, თუ როდიდან დაიწყება ბიზნესზე დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. შესაბამისად, კომპანიებმა, რომლებიც სამომავლო განვითარებაზე ფიქრობენ, უკვე დაიწყეს პოსტკრიზისული პერიოდისთვის მზადება. კრიზისმა შეცვალა პრიორიტეტები - ნათლად გამოჩნდა ნებისმიერ სფეროში მოქმედი ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მნიშვნელობა. კომპანიები, რომლებიც ხვადასხვა ციფრულ ინსტრუმენტებს, ონლაინ არხებსა და ERP სისტემებს იყენებენ, მოცემულ მომენტშიც ნაკლები შეფერხებით მუშაობენ და კრიზისიდან გამოსვლასაც შედარებით უმტკივნეულოდ შეძლებენ. 

მიუხედავად  გამოწვევებისა, ქართული კომპანიების ნაწილ ემზადება პოსტ-კრიზისულ პერიოდისთვის და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით უკვე დგამენ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს BDO-სთან ერთად. 

BDO-ს გუნდი საერთაშორისო ERP სისტემა SAP Business One-ს ქართულ კომპანიებში 2016 წლიდან ნერგავს და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის სფეროში ყველაზე გამოცდილი ორგანიზაციაა. BDO-ს გუნდი, ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ითვალისწინებს ავტომატიზაციის სერვისის კრიტიკულ საჭიროებას და საქართველოში მოქმედ კომპანიებს SAP Business One-ის დანერგვაზე 40%-იანი ფასდაკლებას სთავაზობს.   

SAP Business One-ის დანერგვა ბიზნესის სრული ციკლის ერთ სისტემაში მოქცევასა და ავტომატიზაციას გულისხმობს. სისტემის დანერგვით შეძლებთ დღეისთვის აქტუალური ისეთი  ამოცანების გადაჭრასაც, როგორიცაა: 

  • ფულადი სახსრების დეფიციტის რისკის მინიმიზაცია, ფულადი ნაკადების დაგეგმვია და კონტროლის ინსტრუმენტებით (Cash Budgeting) 

  • დებიტორული დავალიანებების შემცირება, ავტომატური ინვოისინგისა და კლიენტებთან ანგარიშსწორების კალენდრის მეშვეობით 

  • საჭირო მარაგების დროული უზრუნველყოფა, მარაგების მართვისა და ოპტიმიზაციის MRP ფუნქციონალის მეშვეობით 

  • ონლაინ შეკვეთებისა და გაყიდვების ეფექტური მართვა, E-commerce-ის ძირითად სააღრიცხვო სისტემასთან ინტეგრაციით 

BDO საქართველო ERP სისტემების დანერგვის მომსახურებას, ისევე როგორც მის სხვა სერვისებს, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობ და მზადაა ხელი შეუწყოს კომპანიებს არსებული გამოწვევების გადალახვასა და განვითარებაში.  


 

ფადაკლების პირობა ძალაშია მაისის ბოლომდე დადებულ გარიგებებზე. თუ დაინტერესებული ხართ BDO-სთან პარტნიორობით დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი გუნდი აუცილებლად დაგიკავშირდებათ.