This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა გქონდეთ ხელფასების ადმინისტრირება აუთსორსზე
სტატია:

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა გქონდეთ ხელფასების ადმინისტრირება აუთსორსზე

16 თებერვალი 2021

ხელფასების ადმინისტრირება ბიზნესისგან იმ დროისა და რესურსების მობილიზებას მოითხოვს, რომელიც შესაძლებელია ბევრად ეფექტურად იქნას გამოყენებული სხვა უფრო მნიშვნელოვანი  ამოცანების შესასრულებლად. ამისთვის კი მხოლოდ  ერთი მარტივი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო - მისი აუთსორსზე გატანა, რასაც ბიზნესლიდერები ხშირად მიმართავენ. 

გადაწყვეტილების მიღებაში დასახმარებლად, გთავაზობთ 4 ძირითად მიზეზს და დამატებითი ბენეფიტების ჩამონათვალს, რომელსაც მიიღებთ, თუკი ხელფასების ადმინისტრირების ფუნქციას აუთსორსზე გაიტანთ: 

  • ფოკუსირდებით ძირითად ბიზნესპრიორიტეტებზე
  • აღარ გექნებათ საჭიროება, რომ მუდმივად თვალი ადევნოთ საკანონმდებლო ცვლილებებს
  • თავიდან აირიდებთ დროის გაუთვალისწინებელ ხარჯს  
  • გაგითავისუფლდებათ შიდა რესურსი, რომელსაც მიმართავთ სხვა უფრო პრიორიტეტული ამოცანების შესასრულებლად
  • ყოველთვის გექნებათ პასუხი საუკეთესო გადაწყვეტილებით კადრებთან დაკავშირებულ განაცემებზე
  • მომარაგდებით საჭირო სტატისტიკური მონაცემებით გადაწყვეტილების რეალურ დროში მისაღებად
  • კონფიდენციალურ მონაცემებს დაიცავთ უსაფრთხო პლატფორმის გარანტიით  
  • შეგიმცირდებათ პერსონალთან დაკავშირებული ზედნადები ხარჯები
  • თავიდან აირიდებთ ხელფასების ადმინისტრირების არასწორად წარმართვის ფარულ ხარჯებს
  • შეამცირებთ თანამშრომლების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქცევის რისკს
  • აირიდებთ შიდა პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯებს  
  • მოგემსახურებათ გამოცდილი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი
  • ყოველთვის იქნებით შესაბამისობაში საკანონმდებლო ცვლილებებთან
  • ხელფასების ადმინისტრირების მომსახურებასთან ერთად მიიღებთ რეკომენდაციებს, თუ როგორ გააუმჯობესოთ კადრებთან დაკავშირებული სხვა ბიზნესპროცესები
  • მინიმუმამდე დაიყვანთ ფეიროლის შეცდომებს  

BDO-ს პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ:

  • სახელფასო უწყისის მომზადებას 
  • წლიური შვებულების აღრიცხვა-გაანგარიშებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 
  • სარგებელის გაანგარიშებას (ბონუსი, ზეგანაკვეთური, კომუნიკაცია, ავტომობილი, კვება და ა.შ.) და მასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის მომზადებას 
  • მივლინების ხარჯების გაანგარიშებას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას საჭიროების შემთხვევაში 
  • გადასახადების გაანგარიშებას ნებისმიერი განაცემისთვის 
  • დეკლარაციის მომზადებას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად 
  • საბანკო გადარიცხვებს მოთხოვნის შესაბამისად 
  • ყოველთვიური Payslip-ის მომზადებასა და წარდგენას 
  • შრომის კოდექსის სიახლეების განხილვასა და გაცნობას 
  • კადრებთან დაკავშირებული აქტივობების ადმინისტრირებას  (მიღება, დაწინაურება, გათავისუფლება და ა.შ.) 

BDO გთავაზობთ კომპანიის შიდა პოლიტიკების შესაბამის სრულფასოვან სახელფასო და კადრების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას. ჩვენი ავტომატიზებული სისტემები დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ რუტინული საქმე, დაზოგოთ ფული და დრო, რაც საშუალებას მოგცემთ ფოკუსირდეთ თქვენს ბიზნესზე. 

 

თუ დაინტერესდებით, შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით:

შეიყვანეთ დამცავი კოდი
 Security code