This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ბიდიოს 2019 წლის I კვარტლის რეპორტი კიბერსაფრთხეების შესახებ
პუბლიკაცია:

ბიდიოს 2019 წლის I კვარტლის რეპორტი კიბერსაფრთხეების შესახებ

02 მაისი 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო ავსტრალიის ვებგვერდზე

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, საცალო ვაჭრობის ინდუსტრიამ მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვანი ძვრები განიცადა, რაც ინტერნეტის მოხმარების ზრდასთან არის დაკავშირებული. შედეგად, ელექტრონული ვაჭრობის (e-commerce) მზარდმა ინდუსტრიამ დიდი გავლენა იქონია "კლასიკურ საცალო ვაჭრობაზე", ვინაიდან მსხვილი ციფრული პლატფორმები მნიშვნელოვნად აჩქარებს ციფრული ტრანსფორმაციის ტემპებს, ამასთან, მსოფლიოში საცალო ვაჭრობის ბიზნესის 10% ელექტრონული ვაჭრობის მეშვეობით გენერირდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტმა საცალო ვაჭრობისთვის ახალი ეპოქა დაიწყო, მან ასევე გაუხსნა გზა უამრავ ხარვეზს, რითაც შეიძლება ისარგებლონ კიბერდამნაშავეებმა. კლიენტების კონფიდენციალურ მონაცემებთან ხელმისაწვდომობის გამო, საცალო ვაჭრობა წარმოადგენს მთავარ სამიზნეს კიბერთავდასხმებისთვის. ფინანსური ინფორმაცია, საკრედიტო ბარათების ნომრები განსაკუთრებით მსხვილი ლუკმაა წარმატებული კიბერთავდასხმისთვის, რადგან მათი მონეტიზირება სწრაფად შეიძლება Darknet-ზე.* 

ბიდიოს 2019 წლის I კვარტლის რეპორტში განხილულია მიმდინარე ტენდენციები და ის, თუ რას უქადის ეს ტენდენციები საცალო ვაჭრობას:

  • სფეროში განხორციელებული ძირითადი თავდასხმების ანალიზი, როგორ განხორციელდა და შეიძლება თუ არა სამომავლოდ ერთგვარ გაკვეთილად გამოვიყენოთ?
  • შეუძლია თუ არა ციფრულ ტრანსფორმაციას და საფრთხეზე დაფუძნებულ კიბერუსაფრთხოებას დაეხმაროს რითეილერებს წარმატებაში?

ჩამოტვირთვა

* Darknet - ფარული ქსელი, სადაც დაკავშირება ხდება მხოლოდ ნდობითაღჭურვილ მომხმარებლებთან არასტანდარტული პროტოკოლებისა და კოდების მეშვეობით. ქსელში მონაცემების გადაცემა ხდება დაშიფრული სახით.