This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

რა არის BDO-ს 7P მოდელი

COVID 19-ის ადრეულ სტადიაზე შემუშავებული Rethink ანუ ‘დაინახე ახლებურად’ მოდელით BDO ბიზნეს ლიდერებს ეხმარება კრიზისის თითოეულ ეტაპზე ოპტიმალური გადაწყვეტების პოვნაში თავიანთი კომპანიებისთვის.  7p მოდელი Rethink კონცეფციის სტრატეგიული გაგრძელებაა და ფოკუსირდება ბიზნესის 7 უმთავრეს ფუნქციაზე, რომელზეც გლობალურმა პანედმიამ კრიტიკულად იმოქმედა. ეს არის შიდა ფაქტორები, რომელთა ოპტიმიზაციაც აუცილებელია ახალ რეალობაში წარმატებული გარდასახვისთვის.

როგორ მუშაობს

7p მოდელის მთელი ხიბლი მის სიმარტივეშია. ბიზნესი ახლა შედის გლობალური კრიზისის ყველაზე კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე ფაზაში, სადაც ახალ რეალობასთან ადაპტაციის უნარი კრიტიკული იქნება წარმატების მისაღწევად.

7p მარტივი მაგრამ ინფორმატიული სადიაგნოსტიკო მოდელი წარმოადგენს ეფექტურ საპროგნოზო ინსტრუმენტს / მეთოდოლოგიას, რომელიც დაეხმარება ბიზნეს ლიდერებს ახლებურად გაიზრონ თავიანთი სტრატეგია და აღმოაჩინონ საჭირო პოტენციალი პოსტ-პანდემიურ პერიოდში წარმატებული გარდასახვისთვის.

მოდელის გამოყენებით ყველა ტიპის ორგანიზაციას შეუძლია შეაფასოს თავისი ბიზნესის ეფექტიანობა და პოზიციები ბაზარზე, თანაც მსგავსი კომპანიების მაგალთზე გადაამოწმოს, რამდენად სწორად აკეთებს ფოკუსირებას ბიზნესის კრიტიკულ ფუნქციებზე.

გამოკითხვის ყველა მონაწილის შედეგებს აგროვებს და აჩვენებს ბენჩმარკინგის (შეფასების) ინსტრუმენტი, სადაც რესპონდენტებს საშუალება აქვთ შეადარონ თავიანთი ქულები სხვა რესპონდენტების შედეგებს მსგავს ჯგუფებში სექტორის, ინდუსტრიის, ქვეყნის, რეგიონისა და მასშტაბის ჭრილში. ამით ბიზნესი შეძლებს, შეადაროს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები ოპტიმალურ შედეგებს ბენჩმარკით.

 

შეავსეთ კითხვარი