ფინანსური მენეჯერის ფუნქციის აუთსორსინგი

ფინანსური მენეჯერის ფუნქციის აუთსორსინგი

ფინანსური მენეჯერის ფუნქციის აუთსორსინგი

BDO-ს ფინანსური მენეჯერის ფუნქცია ეხმარება კლიენტებს ფინანსური ინფორმაციის სტრატეგიულ აქტივად გარდაქმნაში, რაც ბიზნესისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს მონაცემების დამუშავებაში, რაც უზრუნველყოფს უკეთეს დაგეგმვას, რესურსების ეფექტიან მართვასა და პროგნოზებზე დაფუძნებულ, პროაქტიულ გადაწყვეტილებებს.

მრავალინდუსტრიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესს სრულმასშტაბიან საკონსულტაციო მხარდაჭერას - სტრატეგიის განსაზღვრიდან ეფექტიანობის ოპტიმიზაციამდე და მდგრადი ზრდის ხელშეწყობამდე.

BDO-ს ფინანსური მენეჯერის ფუნქცია მოიცავს:

 


სტრუქტურირებული ფინანსური დაგეგმვა, რომელიც მოიცავს მიზნების მკაფიოდ განსაზღვრას და რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებას. უზრუნველყოფს ბიუჯეტის დეტალურ მომზადებას, ფაქტობრივი შედეგების გეგმასთან შედარებას და გამოვლენილი გადახრების ანალიზს.

კომპანიის საოპერაციო საქმიანობაზე მორგებული პერიოდული მენეჯერული ანგარიშგების მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ და სანდო ფინანსურ ინფორმაციას, ხელს უწყობს გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენას და შესრულების ეფექტიანობის ობიექტურ შეფასებას. მენეჯერული რეპორტინგი მოიცავს თვითღირებულების (COGS) ფორმირების სიღრმისეულ ანალიზს, ხარჯების ალოკაციის მეთოდების შემუშავებას, ფილიალების ჭრილში შესრულებისა და მომგებიანობის შეფასებას და სხვა.

ფინანსური და არაფინანსური მაჩვენებლების, KPI-ების გამოთვლისა და ანალიზის საფუძველზე მნიშვნელოვანი საკითხების იდენტიფიცირება, ძირითადი ტენდენციების გამოვლენა და საქმიანობის შეფასება საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით.

კომუნიკაციის მართვა გარე და შიდა აუდიტორებთან, ბანკებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, საჭირო ინფორმაციის მიწოდება და განხილვა.

საათობრივი მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტისთვის საინტერესო კონკრეტულ საკითხებზე კვალიფიციური კონსულატაციების გაცემას.

კლიენტის კონკრეტული საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიონალის მოძიება და უზრუნველყოფა.

რეგულაციებთან შესაბამისი სააღრიცხვო პოლიტიკის განახლება/გაწერა, რომელიც თანხვედრაშია როგორც საკანონმდებლო მოთხოვნებთან, ისე კომპანიის საოპერაციო თავისებურებებთან.

სამუშაო პროცესების შეფასება და ოპტიმიზაცია, მათი მკაფიო ვიზუალური რუკების შექმნით, რაც ხელს უწყობს ეფექტიან პროცესებსა და კონტროლის დონის გაუმჯობესებას.

სტანდარტიზებული და მომხმარებელზე ორიენტირებული ბიუჯეტისა და რეპორტის ფორმების მომზადება, რაც ხელს უწყობს დაგეგმვის, მონიტორინგისა და საერთო ფინანსური კონტროლის გაძლიერებას.

შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერის მიზნით.

კომპანიის საქმიანობის შესწავლა და ანალიზი, მათ შორის SWOT ანალიზი და მიმდინარე პოზიციონირების შეფასება, ხარვეზებისა და არაეფექტური არეების იდენტიფიცირება, ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი და ინდუსტრიის საშუალო მონაცემებთან შედარება. პრაქტიკული რეკომენდაციების გაზიარება, როგორც მიკროეკონომიკური, აგრეთვე მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისიწნებით.

წლიური სავალდებულო ფინანსური ანგარიშგების მომზადება მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებისა და ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად, კომპანიის ზომითი კატეგორიის გათვალისწინებით.



ეს ყველაფერი ასახულია BDO-ს მაღალი ხარისხის სერვისებში, რაც ჩვენი პარტნიორების გრძელვადიან წარმატებას განაპირობებს.

ფინანსური მენეჯერის ფუნქციის აუთსორსინგი დაგეხმარებათ:

  • ხარჯების შემცირებაში
  • ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებაში
  • ფინანსური რისკების მინიმიზაციაში
  • თქვენი მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის უფრო ფართო ხედვის მიღებაში
  • ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში.


BDO-ს ფინანსური მენეჯერის ფუნქციის აუთსორსინგი გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ გზას თქვენი ბიზნესის ძირითადი ფინანსური საჭიროებების განსასაზღვრად


გაითვალისწინეთ, რომ დინამიკურ გარემოში ბიზნესის სტაბილურობა და გრძელვადიანი წარმატება განისაზღვრება ფინანსური რესურსების ოპტიმალური მართვის, რისკების დროული იდენტიფიცირებისა და ეფექტური მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების გზით.

მიხეილ ჟუჟუნაშვილი

მიხეილ ჟუჟუნაშვილი

დირექტორი, ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის მიმართულება, ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგი
View bio