სახელფასო აღრიცხვა

სახელფასო აღრიცხვა

ბიზნესის ოპერირების პროცესში ხშირად იჩენს თავს ხელფასების აღრიცხვასთან, თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაციასთან და შიდა კონფიდენციალობასთან დაკავშირებული საკითხები. სახელფასო აღრიცხვის და აუთსთაფინგის სერვისი დაგეხმარებათ შეამციროთ რუტინულ საქმის კეთებაზე დახარჯული დრო და მიმართოთ რესურსები სტრატეგიული მიზნებისკენ.

სახელფასო აღრიცხვა კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს განსხვავებული კომპეტენციის მქონე პროფესიონალების ჩართულობას, დეტალებზე ორიენტაციას, შრომითი კანონმდებლობის ზედმიწევნით ცოდნასა და საკანონმდებლო ცვლილებებზე სწრაფ რეაგირებას. ეს გარდაუვალი გამოწვევები კი, თავის მხრივ, ზრდის შეცდომის დაშვების ალბათობას და შესაბამის რისკებს.

BDO-ში თქვენს პროექტზე იმუშავებს გუნდი, რომლის თითოეულ წევრს აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რათა მიიღოთ ხარისხიანი მომსახურება.  

10 ფუნქცია, რომელსაც BDO-ს სახელფასო აღრიცხვა მოიცავს: 

  1. სახელფასო უწყისის მომზადება
  2. წლიური შვებულების აღრიცხვა-გაანგარიშება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
  3. სარგებლის გაანგარიშება (სხვადასხვა სახის ბონუსის, ზეგანაკვეთური სამუშაოს, კომუნიკაციის, ტრანსპორტის, კვების და სხვა ხარჯების) და მასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის მომზადება
  4. მივლინების ხარჯების გაანგარიშება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
  5. გადასახადების გაანგარიშება ნებისმიერი განაცემისთვის
  6. საჭირო დეკლარაციის მომზადება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად
  7. საბანკო გადარიცხვები მოთხოვნის შესაბამისად
  8. ყოველთვიური Payslip-ის მომზადება და წარდგენა ელ. ფოსტის მეშვეობით
  9. შრომის კოდექსის სიახლეების გაცნობა და განხილვა
  10. HR პროცესებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.









აუთსტაფინგი გულისხმობს კონტრაქტორი კომპანიის მიერ შერჩეული თანამშრომლების დაქირავებას BDO HR & payroll-ის მიერ. ჩვენ დაგეხმარებით ადამიანური რესურსების ადმინისტრირებასა და იურიდიული საკითხების მოწესრიგებაში, თქვენს კომპანიაში არსებული პოლიტიკებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

გაიგეთ მეტი, რას მოიცავს აუთსთაფინგის სერვისი: 
  • პერსონალის აყვანის პროცედურებს
  • პერსონალის უზრუნველყოფას საჭირო აღჭურვილობით, დაზღვევით და სხვადასხვა სარგებლით, კონტრაქტორის მოთხოვნის შესაბამისად
  • სახელფასო ადმინისტრირებას
  • საბანკო გადარიცხვებს, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე დაკავშირებული ვენდორებისთვის
  • რეპორტინგს.

რატომ აუთსტაფინგი?

 
სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ ნომერზე  +995 32 254 58 45
მარიამ გოგიჩაშვილი

მარიამ გოგიჩაშვილი

მენეჯერი, სახელფასო აღრიცხვის აუთსორსინგი
personBDO.LiveSite.ViewBio