აუდიტი

მზარდი კონკურენციის და გლობალიზაციის პირობებში, როცა კომპანიები აქტიურად აფართოებენ საქმიანობას მსოფლიო ბაზარზე, ინვესტორებისა და ბიზნესის მფლობელთა ნდობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა საერთაშორისო ზრდის შესაძლებლობების, საფონდო ბირჟაზე გასვლის და ფინანსების სხვა გზით მოძიების საქმეში.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი მიზნად ისახავს გონივრული რწმუნების მოპოვებას იმის თაობაზე, რომ ანგარიშგება არ შეიცავს არსებით უზუსტობებს და ყველა ასპექტში სამართლიანად წარმოადგენს ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ.

სრული და ზუსტი ფინანსური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ აუდიტის შემდეგ, სწორედ ამ ნდობის გამყარების საფუძველია.

BDO-ს ექსპერტები მზად არიან კლიენტებს გაუწიონ სრული სპექტრის ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც ბიზნესის მფლობელების, ინვესტორების, მარეგულირებელი ორგანოების და სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესებს აკმაყოფილებს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

ჩვენ ვემსახურებით კლიენტებს მარწმუნებელი და არამარწმუნებელი გარიგებების, ისტორიული ფინანსური ინფორმაციის მიმოხილვის და სხვა მრავალი საჭიროების ფარგლებში.

ქვემოთ ჩამოთვლილია მაგალითები, როდის და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი კლიენტებისთვის მათი ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად:

  • ფინანსური ანგარიშგების ან ინფორმაციის შუალედური და საბოლოო მიმოხილვა
  • ფინანსური ანგარიშგების ინდივიდუალური კომპონენტების აუდიტი ან მიმოხილვა
  • შეთანხმებული პროცედურები
  • აუდიტისა და მიმოხილვისაგან განსხვავებული მარწმუნებელი მომსახურება.
ივანე ჟუჟუნაშვილი

ივანე ჟუჟუნაშვილი

პარტნიორი, აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი
personBDO.LiveSite.ViewBio
.

დავით დარსაველიძე

პარტნიორი, აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულება
personBDO.LiveSite.ViewBio