ხარისხი BDO-ში

ხარისხი BDO-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს გამოიხატება ჩვენს ღირებულებებში და ჩვენი ბრენდის ხედვაში, შევქმნათ  საუკეთესო გლობალურ გადაწყვეტილებები.  

BDO-ს საერთაშორისო ქსელის წევრობასთან ერთად ჩვენი პროფესიული საქმიანობის მიმართ მოთხოვნები განაპირობებს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სწორედ ხარისხის უზრუნველყოფას როგორც გარიგების, ისე ფირმის დონეზე, ყველა ასპექტში. 

ჩვენი ხარისხის მართვის პოლიტიკა და პროცედურები საშუალებას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ ისეთი ხარისხის მართვის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა  და ფუნქციონირებას, რომელიც შეესაბამება ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტსა 1 (ხმსს 1) და BDO-ს გლობალურ პოლიტიკებს, არის რისკზე დაფუძნებული, პასუხობს ფირმის ხარისხის მიზნებს და უზრუნველყოფს ხარისხის რისკებზე საპასუხოდ შესაბამისი ქმედებების განხორციელებას.   

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ  მოქმედი კანონების, რეგულაციების, სტანდარტებსა და პოლიტიკების შესაბამისად ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, მიმოხილვის ან სხვა მარწმუნებელი გარიგების მაღალი ხარისხით შესრულება და ამ გზით ვემსახურებოდეთ საზოგადოების ინტერესებს.    

აღნიშნული მიზნის დემონსტრირებას სხვადასხვა გზით ვახდენთ, როგორიც არის მაგალითად:   

  • ფირმაში დანერგილი Tone at the top მიდგომა, რაც გულისხმობს ფირმის ხელმძღვანელობის მხრიდან ხარისხის მნიშვნელობის აღიარებას და მხარდაჭერას, პერსონალისთვის ძირითადი მიმართულების მიცემას ხარისხის მიზნების მიღწევის პროცესში  

  • მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული პერსონალის დაქირავება და შენარჩუნება, რომლებიც გარიგებებს ასრულებს მუდმივად პროფესიული სკეპტიციზმის და პროფესიული მსჯელობის გამოყენებით  

  • მაღალი პროფესიული ეთიკისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით, ფირმაში დანერგილი კლიენტის მიღებისა და შენარჩუნების პროცედურები, რომელის განხორციელებასაც ჩვენი რეგულაციებთან შესაბამისობის გუნდი უზრუნველყოფს  

  • ხარისხის მართვის სისტემის გამართული ფუნქციონირების და გარიგებების მაღალი ხარისხით შესრულებისთვის BDO-ს გლობალური ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური რესურსების გამოყენება, რომელიც მოიცავს აუდიტის მეთოდოლოგიასა და მოწინავე აუდიტის პროგრამულ უზრუნველყოფას 

  • ფირმაში აუდიტის და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკური დესქის არსებობა, რომელიც გარიგების გუნდის წევრებს საშუალებას აძლევს რთულ და საკამათო საკითხებზე მიიღონ კონსულტაცია ჩვენი ტექნიკური ექსპერტებისგან  

  • BDO-ს მიერ ინიცირებული აუდიტის ხარისხის ინდიკატორები, რომელზე დაკვირვებაც საშუალებას გვაძლევს რაოდენობრივად შევაფასოთ აუდიტის ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში გავაუმჯობესოთ ინდიკატორები, რაც ხელს შეუწყობს ხარისხის ეფექტურ მართვას ფირმის და გარიგების დონეზე. 

  • განგრძობითად ხარისხზე დაკვირვება/მონიტორინგი და აღმოჩენილი ნაკლოვანებების მყისიერად გამოსწორება, რასაც უზრუნველვყოფთ ჩვენი მონიტორინგის და რემედიაციის გუნდის დახმარებით.  

 

რას ნიშნავს ჩვენთვის ხარისხი?  

BDO-ს მისია, ცოდნით და გამოცდილებით შექმნას კეთილდღეობა საზოგადოებისთვის, ეყრდნობა ჩვენს უცვლელ ფასეულობებს - ადამიანი როგორც პრიორიტეტი, პროფესიონალიზმი, ბიზნეს ეთიკა და მუდმივი განვითარება / ინოვაცია. ეს ფასეულობები ეფუძნება აბსოლუტურ პასუხისმგებლობას ხარისხის მიმართ.  

ვთვლით, რომ ნდობის საფუძველი ყველა ურთიერთობაში, მითუფრო პროფესიული მომსახურებების სფეროში, არის ხარისხი. ეფექტური, ტექნოლოგიურად გამართული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მომსახურება გადამწყვეტია ჩვენი კლიენტების, რეგულატორების და დაინტერესებული მხარეების ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის.   

გვესმის ამ ნდობის არსი და თუ რას ნიშნავს ეს ჩვენი კლიენტებისთვის.  

BDO-ში ყველა პროფესიონალის პირადი პასუხისმგებლობაა აბსოლუტური ხარისხის დაცვა მომსახურების გაწევის პროცესში და მის თანმდევ ყველა გადაწყვეტილებასა თუ ურთიერთობაში. ამიტომ საუკეთესო ხარისხისკენ სწრაფვა ჩვენი კორპორატიული კულტურის ნაწილად ვაქციეთ.  BDO-ს მთავარი განმასხვავებელი სწორედ ჩვენი გამორჩეული ხალხია. 

ხუთი პასუხისმგებლობა, რასაც BDO-ში ხარისხი ეფუძნება