საგადასახადო შესაბამისობა

საგადასახადო შესაბამისობა

მომსახურება გულისხმობს გასული ან მიმდინარე (მიმოხილვას დაქვემდებარებული) პერიოდის სამეურნეო ოპერაციების შესწავლას და მიზნად ისახავს კომპანიის მიერ განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას. მომსახურება გულისხმობს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ანალიზს საგადასახადო ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული საგადასახადო რისკების დადგენის მიზნით. მომსახურების შედეგად, BDO წარმოგიდგენთ გამოვლენილი ხარვეზების, არსებული საგადასახადო რისკებისა და მათი განეიტრალების გზების შესახებ ინფორმაციას. ასევე, გაგიზიარებთ მოსაზრებებს გადასახადების მაქსიმალურად ოპტიმალურად და ეფექტიანად მართვის კუთხით.

გადასახადების აუთსორსინგი დაგეხმარებათ ბიზნეს საქმიანობა განახორციელოთ შეუფერხებლად, რადგან:

  • BDO უზრუნველყოფს საგადასახადო შესაბამისობას კანონმდებლობასთან
  • მართავს თქვენ მიერ გადახდილ გადასახადებს
  • ეფექტური საგადასახადო მიდგომებით აწყობს თქვენი ინვესტიციების სტრუქტურას
  • შეიმუშავებს ოპტიმალურ საგადასახადო სტრატეგიას დაგეგმილ ოპერაციებთან მიმართებით
  • უზრუნველყოფს, რომ თქვენი საგადასახადო დაგეგმვა და ანგარიშგება მარტივად გაუმკლავდეს მარეგულირებელი ორგანოების დეტალურ შემოწმებას.

სერვისი მოიცავს :

► გასული პერიოდის საგადასახადო მიმოხილვას

► მიმდინარე პერიოდის საგადასახადო მიმოხილვას

► საგადასახადო რისკების შესწავლას

► გადასახადების აუთსორსინგს. 

მიხეილ ენუქიძე

მიხეილ ენუქიძე

პარტნიორი, საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი
personBDO.LiveSite.ViewBio
ქეთევან აბუსერიძე

ქეთევან აბუსერიძე

პარტნიორი, საგადასახადო მიმართულება
personBDO.LiveSite.ViewBio