როგორ პასუხობს ბაზრის გამოწვევებს BDO-სა და Effilab-ის პარტნიორობა

სტატია

Published: 


დღევანდელ ბიზნესგარემოში კომპანიებისთვის მხოლოდ სტრატეგიის ქონა საკმარისი არ არის. კონკურენტული უპირატესობა იქ იბადება, სადაც გეგმები ეფექტურ საოპერაციო მოდელსა და ფინანსურად დასაბუთებულ ნაბიჯებში გარდაიქმნება. თუმცა, პრაქტიკაში კომპანიები ხშირად აწყდებიან ბარიერს, როდესაც რეკომენდაციები ფურცელზე რჩება, ხოლო მიმდინარე ინიციატივები მოწყვეტილია ბიზნესის რეალურ ფინანსურ მიზნებს. 

სწორედ ამ ბარიერის აღმოსაფხვრელად, BDO-ს CFO აუთსორსინგის მიმართულებამ და Effilab-მა სტრატეგიული თანამშრომლობა გადაწყვიტეს. პარტნიორობა ბაზარს სთავაზობს მენეჯმენტ-კონსალტინგს, ფინანსურ ანალიზს, პროცესების ოპტიმიზაციასა და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას ერთიანი ქოლგის ქვეშ. 

ამ კოლაბორაციის ფარგლებში, CFO სერვისი უზრუნველყოფს პროცესების სრული ციკლის აღწერასა და ვიზუალიზაციას (Business Process Mapping), სამუშაო ნაკადების, პასუხისმგებელი პირების, გადაწყვეტილების წერტილებისა და დოკუმენტბრუნვის ასახვით. ახდენს რესურსების გამოყენებისა და გამტარუნარიანობის შეფასებას (Bottleneck & Resource Analysis), პროცესში არსებული შეფერხებების, დუბლირებული ოპერაციებისა და დანაკარგების მიზეზების გამოვლენასა და ანალიზს. ამასთან, ნერგავს RACI მატრიცას მენეჯერებს შორის ფუნქციებისა და ანგარიშვალდებულების მკაფიო გამიჯვნისთვის, უზრუნველყოფს სტანდარტული პროცედურებისა და ძირითადი შესრულების ინდიკატორების (SOP & KPI) დანერგვას, კომპანიის სპეციფიკისა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით. საბოლოოდ კი, გამოვლენილი რისკებისა და არაეფექტური არეების გათვალისწინებით, გასცემს რეკომენდაციებს ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის მიზნით. 

ამავდროულად, პროცესში ერთვება Effilab-ის გუნდი, რომელიც Lean, Agile და Continuous Improvement-ის პრაქტიკების გამოყენებით უზრუნველყოფს პროცესების გამარტივებას, დანაკარგების შემცირებას, სამუშაო ნაკადების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის ზრდას. საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორობის ფარგლებში, ასევე ფასდება RPA-სა და AI-ზე დაფუძნებული ავტომატიზაციის შესაძლებლობები, სადაც Effilab-ი ახორციელებს პროცესების Discovery-სა და Automation Readiness-ის შეფასებას, ხოლო BDO Digital-ი უზრუნველყოფს შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას. 

საბოლოო ჯამში, ეს პარტნიორობა აერთიანებს BDO-ს გამოცდილებას ფინანსების, მენეჯმენტ-კონსალტინგისა და ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, Effilab-ის პრაქტიკულ ექსპერტიზასთან — პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭირო კვლევების, Lean-ისა და Operational Excellence-ის სფეროებში. აღნიშნული მიდგომის წყალობით, ბიზნესი ტრანსფორმაციის პროცესის სრულ სურათს ხედავს, საწყისი დიაგნოსტიკიდან რეალურ, გაზომვად ფინანსურ შედეგამდე. 

პარტნიორობის ფარგლებში კომპანიები იღებენ ბიზნესის ფუნქციონირების მატრიცას და ცვლილებების პრაქტიკულ გზამკვლევს. ეს მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ზრდის, მასშტაბირების ან შიდა რესტრუქტურიზაციის ფაზაში იმყოფებიან. ასეთ დროს მენეჯმენტს სჭირდება სიცხადე იმაზე, თუ სად იკარგება რესურსი, რომელი პროცესები აფერხებს პროგრესს და როგორ აისახება ნებისმიერი საოპერაციო ცვლილება კომპანიის საბოლოო მოგებაზე. BDO-სა და Effilab-ის ერთობლივი მუშაობა მენეჯმენტს აძლევს როგორც სტრატეგიულ და ფინანსურ ხედვას, ისე პროცესების ეფექტიანობის გაზრდისა და ტრანსფორმაციის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რაც ქმნის საფუძველს სწრაფი, ინფორმირებული და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.