
მარიამ გოგიჩაშვილი
ავტორი: თინათინ ჩუგუაშვილი / ჯგუფის ხელმძღვანელი
დეკრეტული (მშობიარობისა და მშობლის) შვებულება თანამედროვე სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს მშობელთა მხარდაჭერას ბავშვის დაბადების შემდეგ, დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის დაცვას, ასევე სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების დაბალანსებას. სხვადასხვა ქვეყანაში დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურების ოდენობა და დაფინანსების წყარო მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც ასახავს სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას.
მსოფლიოში ძირითადად გამოიყენება სამი ტიპის შვებულება:
მშობიარობის (Maternity Leave) შვებულება - განკუთვნილია დედისთვის ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში
მამობის (Paternity Leave) შვებულება - განკუთვნილია მამისთვის ბავშვის დაბადების შემდეგ
მშობლის (Parental Leave) შვებულება - შეიძლება გამოიყენოს როგორც დედამ, ისე მამამ ბავშვის მოვლის მიზნით.
ევროპის ქვეყნებში დეკრეტული შვებულების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით:
აშშ წარმოადგენს გამონაკლისს განვითარებულ ქვეყნებს შორის, რადგან ფედერალურ დონეზე არ მოქმედებს საყოველთაო ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სისტემა. დასაქმებულთა ნაწილი სარგებლობს მხოლოდ სამუშაო ადგილის შენარჩუნების გარანტიით, ხოლო ანაზღაურება დამოკიდებულია შტატის ან დამსაქმებლის პოლიტიკაზე.
საქართველოში დეკრეტული შვებულების საკითხი რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით.
შრომის კოდექსის მიხედვით:
საქართველოში დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ძირითადად სახელმწიფოს მიერ ხდება ერთჯერადი დახმარების სახით, ხოლო კონკრეტული ოდენობა პერიოდულად განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტებით. თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოში ანაზღაურების შერეული მოდელი უფრო გავრცელებულია, რაც იმას გულისხმობს, რომ ხშირად კერძო კომპანია სახელმწიფო დახმარებასთან ერთად უზრუნველყოფს დამატებით ანაზღაურებას საკუთარი შიდა პოლიტიკის ფარგლებში.
საქართველოს კანონმდებლობა მშობლის შვებულების ნაწილის გამოყენების უფლებას მამასაც ანიჭებს. ეს მიდგომა შეესაბამება საერთაშორისო ტენდენციას, რომლის მიხედვითაც ბავშვის მოვლაში ორივე მშობლის ჩართულობა უნდა წახალისდეს.
მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დეკრეტული შვებულების ეფექტიანი სისტემა მხოლოდ დედის მხარდაჭერით არ შემოიფარგლება და სულ უფრო მეტად ორიენტირებულია ორივე მშობლის ჩართულობაზე. განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება ხანგრძლივი და კარგად ანაზღაურებადი მშობლის შვებულება, რაც ხელს უწყობს ბავშვის კეთილდღეობას, ქალთა ეკონომიკურ აქტივობასა და გენდერულ თანასწორობას. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა შვებულების ხანგრძლივობის თვალსაზრისით საკმაოდ ფართო შესაძლებლობებს იძლევა, ბოლო წლებში გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან გაცემული ერთჯერადი დახმარების ოდენობა და მამებს უფრო აქტიური მონაწილეობისათვის კანონმდებლობით მიენიჭათ მშობლის შვებულების მოთხოვნის უფლება.

მარიამ გოგიჩაშვილი