Cyber Minute - მნიშვნელოვანი გაკვეთილი ბიზნესისთვის

ვიდეო

Published: 

თანამედროვე ბიზნესგარემოში ტექნოლოგიური პროგრესი და ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა, პარალელურად, ზრდის კიბერრისკების მასშტაბებსაც. დღეს, რეალური კიბერინციდენტები მარტივი ტექნიკური შეფერხების გარდა, უდიდეს საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ საოპერაციო პროცესებს, ფინანსურ სტაბილურობასა და ბრენდის რეპუტაციას. 

Cyber Minute-ის მიზანია, გლობალური ექსპერტიზა აქციოს პრაქტიკულ ცოდნად, ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნესგარემოს შესაქმნელად, სერიის ფარგლებში, BDO დიჯითალის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, გიორგი სახოკია ბოლო წლების 10 ყველაზე მასშტაბურ და გახმაურებულ კიბერინციდენტებზე გვესაუბრება.  

ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება არ არის მხოლოდ IT დეპარტამენტის პასუხისმგებლობა, ეს არის ბიზნესის უწყვეტობის მთავარი გარანტი.