მაია ხაჩიძემ Forbes Georgia-ს მიერ ორგანიზებულ Real Estate Summit 2026-ში მიიღო მონაწილეობა

უძრავი ქონების ინდუსტრიის მომავალი სულ უფრო მეტად განისაზღვრება არა მხოლოდ ლოკაციითა და მშენებლობის ხარისხით, არამედ პროექტის ფინანსური მდგრადობით, საინვესტიციო მიმზიდველობითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით.

სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო Real Estate Summit 2026, რომელიც გაიმართა Forbes Georgia-ს მიერ და ერთ სივრცეში გააერთიანა დეველოპერული, საინვესტიციო და ფინანსური სექტორების, ასევე არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ პირველ პანელურ დისკუსიაში, რომელიც დეველოპერული პროექტების ფინანსურ არქიტექტურას შეეხებოდა, მონაწილეობა მიიღო Maia Khachidze-მ, BDO Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, MRICS.

დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო უძრავი ქონების პროექტების დაფინანსებისა და შეფასების მოდელები, საინვესტიციო მიმზიდველობის განმსაზღვრელი ფაქტორები, ასევე ფინანსური და კომერციული რისკების ეფექტიანი მართვის მიდგომები პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს მოწვევისა და სექტორისთვის მნიშვნელოვანი დიალოგის პლატფორმის შექმნისთვის. გვჯერა, რომ ცოდნის გაზიარება და გამოცდილების გაცვლა უძრავი ქონების ინდუსტრიის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.