ანზორ მეხრიშვილი
ციფრული ტრანსფორმაცია არის მიდგომა, როდესაც ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის გამოყენებით დაცულ გარემოში ხდება ძირითადი ბიზნეს ელემენტების გარდაქმნა ისე, რომ თქვენი კომპანია თანხვედრაში იყოს თანამედროვე ბაზრის გამოწვევებთან და მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა.
BDO Digital-მა გამოყო 7 ძირითადი ბიზნეს ელემენტი, რომელთა ტრანსფორმაცია აუცილებელია ციფრული ტრანსფორმაციის პროცესისთვის. ეს ელემენტებია: მონაცემები, პროცესები, მომხმარებლები, ტექნოლოგიები, კულტურა და თანამშრომლები, გაყიდვების არხები და კიბერუსაფრთხოება.