ISRB 2026/05 - მდგრადობის ანგარიშგების განახლება 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით


Original content provided by BDO 

BDO-მ გამოაქვეყნა მდგრადობის საერთაშორისო ანგარიშგების (International Sustainability Reporting - ISR) ბიულეტენი 2026/05 - „მდგრადობის ანგარიშგების განახლება 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით“.

ბიულეტენში მთავარი აქცენტი გაკეთებულია მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (International Sustainability Standards Board - ISSB) მიერ შემუშავებული IFRS® მდგრადობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების სტანდარტებთან დაკავშირებულ განახლებებზე. კერძოდ, მიმოხილვა მოიცავს 2023 წლის 26 ივნისს გამოცემულ შემდეგ სტანდარტებს:

IFRS S1 - „მდგრადობასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების ზოგადი მოთხოვნები“ (General Requirements for Disclosure of Sustainability-related Financial Information);

IFRS S2 - „კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება“ (Climate-related Disclosures).

ამასთან, ბიულეტენი მიმოიხილავს 2023 წლის 31 ივლისს ევროკომისიის მიერ მიღებულ მდგრადობის ანგარიშგების ევროპულ სტანდარტებს (European Sustainability Reporting Standards - ESRS), ასევე სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან განახლებებს.



გვანცა დევრისაშვილი

გვანცა დევრისაშვილი

დირექტორი, გარიგებებთან დაკავშირებული მომსახურება | მდგრადი განვითარების პრაქტიკის ხელმძღვანელი
View bio