რისკების გლობალური სურათი  2026 (ENG)

რისკების მართვა ყველას პასუხისმგებლობაა

რისკების გლობალური სურათი  2026 (ENG)


Original content provided by BDO

გლობალური რისკების გარემო ფუნდამენტურად შეიცვალა. ის, რაც ოდესღაც ერთმანეთისგან დამოუკიდებელ რისკებად მიიჩნეოდა, დღეს უკვე მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულ, სწრაფად განვითარებად საფრთხეებად იქცა, რომლებსაც კიდევ უფრო ამძაფრებს გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ტექნოლოგიური ცვლილებები და ეკონომიკური მერყეობა.

ბიზნეს ლიდერებისთვის ცვლილება და გაურკვევლობა უკვე გამონაკლისი აღარ არის, ეს უკვე თანამედროვე ბიზნესგარემოს განუყოფელ რეალობად იქცა.




გლობალური რისკების კვლევა

რისკების გლობალური სურათი 2026 მიმოიხილავს,  თუ როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს უპასუხონ ამ ახალ რეალობას რისკების აღქმის, პასუხისმგებლობისა და მართვის მიდგომების გადახედვის გზით. მსოფლიოს წამყვანი ბაზრების 500 C-suite რანგის ხელმძღვანელის მოსაზრებებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, რეპორტი აჩვენებს, რომელ სფეროებში არიან ორგანიზაციები დღეს ყველაზე მეტად მოწყვლადები და როგორ ზღუდავს მათ განვითარებას რისკების მართვის ტრადიციული მიდგომები.






რეპორტის ძირითადი მიგნებები:

  • რატომ გახდა გაურკვევლობა სისტემური ხასიათის და რატომ აღარ არის სტაბილურობის მოლოდინი სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია - ბიზნესლიდერების 80% მიიჩნევს, რომ გლობალური რისკების გარემო უფრო მეტად არის კრიზისებით განსაზღვრული, ვიდრე ოდესმე.
  • როგორ იქცა გეოპოლიტიკური რისკი ყველა სხვა რისკის გამაძლიერებელ ფაქტორად - მიწოდების ჯაჭვებიდან დაწყებული კიბერუსაფრთხოებითა და რეგულაციებით დასრულებული.
  • რატომ არის კიბერრისკი უკვე სამეულში იმ მიმართულებებს შორის, რომლებზეც ორგანიზაციები ყველაზე ნაკლებად არიან მზად, მიუხედავად მზარდი ინვესტიციებისა.
  • როგორ ხდება თაღლითობის რისკის დაუფასებლობა, მაშინ როცა AI-ზე დაფუძნებული თაღლითობა სწრაფად იზრდება - ლიდერების 93% თაღლითობას არ მიიჩნევს პრიორიტეტულ რისკად.
  • რატომ აძლიერებს ხელოვნური ინტელექტი მმართველობისა და კონტროლის სისუსტეებს და არ ასწორებს მათ, ორგანიზაციების მხოლოდ 13% ახდენს AI-ით გამოწვეული თაღლითობის წინააღმდეგ დაცვის აქტიურ განახლებას, რაც წინა წლის 79% მაჩვენებელთან შედარებით მკვეთრი შემცირებაა.
  • რისკების მიმართ გაზიარებული, ფუნქციებს შორის გადანაწილებული პასუხისმგებლობის საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს უფრო სწრაფი და თავდაჯერებული გადაწყვეტილებების მიღებას.

მიგნებები აჩვენებს მზარდ განსხვავებას იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც რისკების მართვას აღიქვამენ როგორც თავდაცვით, იზოლირებულ ფუნქციას და იმ კომპანიებს შორის, რომლებიც რისკებზე ფიქრს ბიზნესში აინტეგრირებენ - რისკს იყენებენ როგორც სტრატეგიულ გამაძლიერებელს და არა ზრდის შემზღუდველ ფაქტორს.

იმ ეპოქაში, სადაც უმოქმედობის ფასი შეიძლება ეგზისტენციალური იყოს, თავდაჯერებულად მოქმედების უნარი, თუნდაც არასრული ინფორმაციის პირობებში, ხდება კონკურენტული უპირატესობა.

რეპორტი აყალიბებს იმას, თუ რა უნდა შეცვალონ ბიზნესებმა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა შეუძლიათ ლიდერებს გააკეთონ ახლა, რათა გადავიდნენ რისკებზე რეაგირებიდან შედეგების ფორმირებაზე.