Original content provided by BDO
მდგრადობა უკვე აღარ არის მხოლოდ ცნობიერების ან ამბიციის საკითხი. დღეს ბევრი ორგანიზაციისთვის მთავარი გამოწვევა მდგრადობასთან დაკავშირებული ვალდებულებების გაზომვად ბიზნესშედეგებად გარდაქმნაა.
BDO-ს მდგრადობის კვლევა 2026 ეფუძნება 41 ქვეყანაში 251 მდგრადობის სფეროს პროფესიონალისა და უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელის მოსაზრებებს. კვლევა მიმოიხილავს, თუ როგორ ვითარდებიან ორგანიზაციები მდგრადობის მიმართულებით, რა პრიორიტეტები განსაზღვრავს გადაწყვეტილებების მიღებას და რა ბარიერები აფერხებს უფრო სწრაფ პროგრესს. შედეგები აჩვენებს მზარდ სიმწიფეს კორპორაციული მართვის, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისა და ორგანიზაციული სტრუქტურების მიმართულებით, თუმცა ამავდროულად კვლავ გამოავლენს არსებულ ხარვეზებს ლიდერობის, სტრატეგიის განხორციელებისა და გავლენის შეფასების კუთხით.
ანგარიში წარმოაჩენს რეგიონულ ტენდენციებს, განიხილავს ხელოვნური ინტელექტის როლს მდგრადობასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრაში და ორგანიზაციებს სთავაზობს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც მათ მდგრადობის საბაზისო აქტივობებიდან უფრო ინტეგრირებულ, გაზომვად და სტრატეგიულად მართულ მიდგომაზე გადასვლაში დაეხმარება. მიუხედავად იმისა, უკვე ჩამოყალიბებული პროგრამის დახვეწაზე მუშაობთ თუ მდგრადობის მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამთ, კვლევის მიგნებები მნიშვნელოვან საორიენტაციო მონაცემებს გთავაზობთ მდგრადობის შედეგების გასაუმჯობესებლად და გრძელვადიანი ღირებულების შესაქმნელად.
ჩამოტვირთეთ ანგარიში და გაეცანით მდგრადობის უახლეს გლობალურ პრიორიტეტებს, განვითარების ტენდენციებსა და იმ გამოწვევებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციაში მდგრადობის ინიციატივების განხორციელებას განსაზღვრავს.

გვანცა დევრისაშვილი