ციფრული პროდუქტები - სასაწყობე და ლოჯისტიკური პროცესების მართვის ახალი სტანდარტი


სასაწყობე და ლოჯისტიკური პროცესების გამართულად ფუნქციონირება თანამედროვე ბიზნესის სტრატეგიული უპირატესობაა, რადგან სწორედ ოპერაციული ეფექტიანობა განსაზღვრავს წარმატებას. პროდუქციის მიღების, განთავსების, აგროვების, ინვეტარიზაციის და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ერთი შეხედვით მარტივი და რუტინული პროცესია, რეალურად კი საწყობი და ლოჯისტიკა დღემდე რჩება ბიზნესის მთავარ გამოწვევად. ოპერაციული ჰარმონია საწყობში და სწრაფი ტრანსპორტირება მხოლოდ პროცესების გაციფრულებით არის შესაძლებელი, რაშიც ისეთი ციფრული აპლიკაციები გვეხმარება როგორიც არის WMS და TMS


რა არის WMS სისტემა და როგორ ცვლის საწყობის მართვის სტანარტს 

WMS სისტემა (Warehouse Management System) განკუთვნილია კომპანიის საწყობის მართვის სრულად ავტომატიზაციისთვის, მისი დანერგვა კომპანიას აძლევს საშუალებას: აკონტროლოს მარაგების მართვა რეალურ დროში, მინიმუმამდე დაიყვანოს ინვენტარის დანაკარგები, გაამარტივოს მიღება-შენახვა-გაცემა, გამოიყენოს სივრცე მაქსიმალურად ეფექტიანად და გაზარდოს შეკვეთების დამუშავების სიჩქარე. საწყობის ავტომატიზაცია ამცირებს ადამიანის შეცდომებს და ზრდის მომსახურების ხარისხს.  

რა როლი აქვს TMS სისტემას ლოჯისტიკის ეფექტიანობაში  

TMS სისტემა (Transportation Management System) ეხმარება ბიზნესს ტრანსპორტირების პროცესის ოპტიმალურად წარმართვაში, რაშიც იგულისხმება მარშრუტების დაგეგმვა, მიტანის ვადების კონტროლი, ხარჯების ანგარიშგების დაგენერირება და მონიტორინგი. ტრანსპორტირების ოპტიმიზაცია პირდაპირ აისახება მომხმარებლის კმაყოფილებაზე, დროულ მიწოდებაზე და კონკურენტულობის გაუმჯობესებაზე  

როგორ მუშაობს WMS + TMS ერთად  

როდესაც კომპანია იყენებს ერთდროულად WMS და TMS სისტემებს, იქმნება ერთიანი, ინტეგრირებული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საწყობის ციფრულ მართვას და ლოჯისტიკის ავტომატიზაციას. შეკვეთის შემოსვლის დროს, სარეალიზაციო ვადები ისახება WMS-ში, რის შემდეგაც სისტემა თავად აგენერირებს გასაგზავნი პროდუქციის აგროვების დავალებებს თანამშრომლებისთვის. პარალელურად, TMS გეგმავს მიწოდების მარშრუტს და გადაწყვეტილების მიმღებ პირს აძლევს საშუალებას აკონტროლოს ტვირთის გადაადგილება საწყობიდან - ჩაბარებამდე. შედეგად მომხმარებელი იღებს ზუსტ შეკვეთას მინიმალურ დროში. სწორედ ასეთი სისტემა ქმნის ჰარმონიას საწყობის მართვასა და ლოჯისტიკაში, რაც კომპანიას აძლევს სრული კონტროლის და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რაც მთავარია ამცირებს ხარჯებს და სამუშაო ძალას უმარტივებს დღის წესრიგს. 

რატომ უნდა დაიწყოთ ავტომატიზაცია დღესვე?  

ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვა, როგორიცაა WMS და TMS სისტემები, ბიზნესისთვის აღარ არის ფუფუნების პროდუქტი, ეს არის აუცილებელი და ხელმისაწვდომი გზა სტაბილური ზრდის, მომხმარებლის კმაყოფილების და სტრატეგიული პროცესების გამარტივებისკენ. საწყობი, რომელიც არ მუშაობს ეფექტურად, აფერხებს ოპერაციების მთლიან ჯაჭვს. ტრანსპორტირება, რომელიც არ არის ციფრულად კონტროლირებადი, ზრდის ხარჯებს და ამცირებს კონკურენტუნარიანობას.