Original content provided by BDO

წარმოგიდგენთ BDO ჰორაიზონსის მეორე გამოცემას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან BDO-ს M&A (შერწყმისა და შეძენის) პარტნიორების ავტორობით მომზადდა.

2026 წლის განმავლობაში გარიგებების ბაზარი კვლავ სწრაფად ვითარდება. ეკონომიკური გაურკვევლობა, გეოპოლიტიკური ცვლილებები, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ინვესტორთა ცვალებადი პრიორიტეტები მსოფლიოს მასშტაბით, ბიზნესებისთვის როგორც გამოწვევებს, ისე ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ კომპლექსური გარემოს მიუხედავად, ორგანიზაციები, რომლებიც ღირებულების შექმნისა და ზრდისკენ ისწრაფვიან, მნიშვნელოვან მდგრადობას, ინოვაციურობასა და სტრატეგიულ ამბიციას ავლენენ.

BDO ჰორაიზონსის მეორე გამოცემაში მიმოვიხილავთ ტენდენციებს, რომლებიც დღეს შერწყმისა და შეძენის მიმართულებით გარემოს განსაზღვრავს. BDO-ს გლობალური ქსელის ექსპერტების ხედვებზე დაყრდნობით, გამოცემა განიხილავს ბაზრის აქტივობას, ახალ შესაძლებლობებს, სექტორულ განვითარებებსა და იმ ფაქტორებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან რეგიონებში ინვესტორთა ნდობაზე ახდენს გავლენას.

ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოცემა მნიშვნელოვან ხედვებს გაგიზიარებთ იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც დღეს ბაზარს აყალიბებს, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც წინ გველოდება. მადლობას გიხდით BDO ჰორაიზონსის მიმართ მუდმივი ინტერესისთვის და მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ მიმდინარე წლისა და შემდგომი განვითარების გზაზე.