Original content provided by
BDO ჰორაიზონსის 2021 წლის მეორე გამოცემაში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ შერწყმისა და შეძენის (M&A) სფეროს აღდგენაზე COVID-19-ის ზემოქმედების შემდეგ.
ყველაზე გასაოცარ ტენდენციას პანდემიის დაწყებიდან დღემდე ზრდა წარმოადგენს. მთელი ეს დრო M&A სფერო კერძო კაპიტალის ზრდის ხარჯზე ვითარდება. კერძო კაპიტალთან დაკავშირებული გარიგებების მაჩვენებელი გაიზარდა და მისმა მოცულობამ მოხსნა ყველა რეკორდი, ვინაიდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გადააჭარბა 54 მლნ აშშ დოლარს, ხოლო ამჟამად გარიგებების 30%-ს შეადგენს.
როგორც გლობალური ორგანიზაცი, რომელიც ოპერატირებს ბევრ ქვეყანაში, ცხადად ვხედავთ თუ როგორი განსხვავებული გავლენა იქონია COVID 19-მა სექტორებსა და რეგიონებზე სხვადასხვა ქვეყანაში. ეს გამოცემა აერთიანებს აქტუალურ კომენტარებს გარიგებების, აქტიური სექტორებისა და რეგიონების შესახებ. ასევე მოიცავს ჩაღრმავებულ ანალიზს პოტენციური აქტივობის შესახებ უახლოესი თვეების განმავლობაში. ჩვენ ვაგრძელებთ დაკვირვებას აქტივობის განახლებაზე ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში, ჩვენი რუკა ახლა გაცილებით თბილია, ვიდრე 2020 წლის გამოცემებში.
მრავალფეროვანი, ხანდახან დამაბნეველი აქტივობების, ამოუწურავი შესაძლებლობების გლობალურ ბაზარზე ჩვენ გთავაზობთ გარკვეულ კონტექსტს, რომ დაგეხმაროთ უკეთ გაერკვეთ ზღვა ინფორმაციაში და შეძლოთ მისი სწორად გამოყენება.