5 აუცილებელი თვისება ფინანსური აღრიცხვის აუთსორსინგ კომპანიისთვის

კოვიდ პანდემიით გამოწვეულმა ცვლილებებმა ბიზნესი სხვადასხვა ფუნქციების აუთსორსზე გატანის საჭიროებაზე დააფიქრა. დისტანციურად მუშაობის აუცილებლობამ ბევრი თავისტკივილი გაუჩინა კომპანიებს, თუმცა ამასთანავე აუთსორს სერვისების  უპირატესობებშიც დაარწმუნა. 

ჩვენ გამოვყავით 5 აუცილებელი თვისება, რომელიც აუთსორსინგ კომპანიას უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ მასთან თანამშრომლობა თქვენთვის კომფორტული, ხოლო თქვენი ბიზნეს საქმიანობისთვის ღირებული იყოს.  


         

ბიზნესგარემო შეიძლება სწრაფად შეიცვალოს მოულოდნელი მოვლენების გამო, როგორც ეს COVID-19 პანდემიის დროს მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ბიძგები მისცა ბიზნეს პროცესებს; თავდაყირა დააყენა წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვების პროცესები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახადა სტაბილურობა და მოქნილობა ახალ გარემოში. მოცემულმა რეალობამ  კიდევ ერთხელ შეგვახსენა მარტივად ადაპტირებადი ბიზნეს პროცესების აუცილებლობა. სწორედ ამიტომ აუთსორსინგ კომპანიის შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი  მოქნილობა და ახალი გამოწვევების ეფექტური დაძლევის უნარი გახდა.
 

        

კომპანიას, რომელსაც თქვენი ფინანსური აღრიცხვის აუთსორსინგი უნდა მიანდოთ, მნიშვნელოვანია შეეძლოს დროულად მოგაწოდოთ თქვენთვის საჭირო ფინანსური მონაცემები, რომელზე დაყრდობითაც შეძლებთ დაგეგმოთ კომპანიის შემდეგი ნაბიჯები. ამასთან, დროის ნებისმიერ მონაკვეთში გქონდეთ თქვენი ფინანსური მონაცემების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, მუდმივად იყოთ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმირებული, რათა მინიმუმამდე შეამციროთ საგადასახადო რისკები. კარგი აუთსორსინგ კომპანიისათვის თქვენი ბიზნეს საჭიროებები პირველ ადგილზეა და დაცულია აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებისა თუ ჩაბარების ვადები.


          

პროფესიონალი ბუღალტერი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, თუმცა კომპანიას, რომლის ძირითადი საქმიანობაც არის ფინანსური აღრიცხვის აუთსორსინგი,  აქვს სხვადასხვა ტიპის ბიზნესებთან მუშაობის მრავალპროფილური გამოცდილება, რაც საშუალებას აძლევს  გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს შესაბამის ინდუსრტიაში გავრცელებული ტენდენციები და განსაზღვროს მოსალოდნელი შედეგები.

         

ყველა ბიზნესს აქვს განსხვავებული მიზნები, სამოქმედო გეგმა და შესაბამისად საჭიროებები. აუთსორსინგ კომპანიას კი უნდა შეეძლოს მოერგოს ბიზნეს საჭიროებებს მასთან თანამშრომლობის პერიოდში.  რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფინანსური აღრიცხვის აუთსორსინგი და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა უნდა ხდებოდეს  თქვენთვის კომფორტულ (ნაცნობ) საბუღალტრო პროგრამაში და აუთსორსინგ კომპანიას უნდა შეეძლოს ამ მონაცემების ანალიზი პროფესიონალების მხარდაჭერით.


           

აუთსორსინგ კომპანიას სწორად უნდა ესმოდეს არამხოლოდ თქვენი ბიზნეს კონცეფცია, არამედ შესაბამისი ინდუსტრია და ბიზნეს გარემო. მნიშვნელოვანია, იცნობდეს შესაბამის კანონებსა და რეგულაციებს და ამასთან მუდმივად თვალი ადევნოს სიახლეებს, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს ყოველივე უზრუნველყოფს უსაფრთხო ბიზნეს გარემოს, რაც ერთგვარი გარანტია სტაბილური განბითარების. ასევე მზად უნდა იყოს ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე შეძლოს გარდამტეხ პერიოდში სტაბილურობის შენარჩუნება და პროცესების უმტკივნეულოდ ახალ რეალობაში გადაწყობა.

სამომავლო თანამშრომლობისათვის ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გათვალისწინებით თქვენს მიერ შერჩეული აუთსორსინგ კომპანია, შეძლებს,  სრულად  იყოს თქვენს ბიზნეს ინტერესებზე მორგებული, წამყვანი ქლაუდ ტექნოლოგიებით  უზრუნველყოს წვდომა  ზუსტ და დროულ ფინანსურ ანგარიშგებებზე, რათა სწორად დაგეგმოთ თქვენი ბიზნესის განვითარების გეგმა და ამასთან სწრაფად და უმტკივნეულოდ შეძლოთ ლავირება ნებისმიერ ბიზნეს კლიმატში.


სერვისზე დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიტოვთ საკონტაქტო, ან დაგვირეკეთ ნომერზე  +995 32 254 58 45