რა მონაცემებს ამუშავებს BDO
BDO ამუშავებს სხვადასხვა ტიპის პერსონალურ მონაცემებს. ქვემოთ მოცემულია პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები, მონაცემთა შეგროვების არხები და დამუშავების საფუძვლები.
BDO-ს დამკვეთები (იურიდიული პირები) - BDO-ს მიერ მისი დამკვეთებისთვის პროფესიული სერვისების ან პროდუქტის მიწოდებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს დამკვეთის მიერ BDO-სთვის მისი თანამშრომლების, დაქირავებული ფიზიკური პირების ან სხვა დაკავშირებული ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების BDO-სთვის გაზიარება. გაზიარებული პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები დამოკიდებულია პროფესიული სერვისის შინაარსზე და შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგს: სახელი, გვარი, საკონტაქტო მონაცემები, ფინანსური ინფორმაცია და სხვა მონაცემი, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას. ამ შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველია ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და BDO მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი.
BDO-ს დამკვეთები (ფიზიკური პირები) - BDO-ს საკუთარ პერსონალურ მონაცემებს აწვდიან მისი ფიზიკური პირი დამკვეთები. პერსონალური მონაცემების კატეგორიები დამოკიდებულია ხელშეკრულების შინაარსზე, რომელსაც BDO აფორმებს დამკვეთთან. ბიდიოს იმ ფიზიკური პირი დამკვეთების, რომლებიც იღებენ ტრენინგების მომსახურებას, პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა იხილეთ ვებგვერზე.
BDO-ს კლიენტების იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციისთვის საჭირო პერსონალური მონაცემები - „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე BDO აგროვებს მისი დამკვეთების დირექტორების, ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების კანონით განსაზღვრული იდენტიფიკაცია ვერიფიკაციისთვის საჭირო მონაცემებს. ამ შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით.
BDO-ს დაქირავებული ქვეკონტრატორები / მომწოდებლები (იურიდიული პირები) - BDO-სთვის სერვისის გაწევის ფარგლებში, შესაძლოა საჭირო გახდეს დაქირავებული ქვეკონტრატორები / მომწოდებლების მიერ BDO-სთვის მათი თანამშრომლების, დაქირავებული ფიზიკური პირების ან სხვა დაკავშირებული ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების BDO-სთვის გაზიარება. გაზიარებული პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები დამოკიდებულია სერვისის შინაარსზე და შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგს: სახელი, გვარი, საკონტაქტო მონაცემები, ფინანსური ინფორმაცია და სხვა მონაცემი, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას. ამ შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველია ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და BDO მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი.
BDO-ს დაქირავებული ქვეკონტრატორები / მომწოდებლები (ფიზიკური პირები) - BDO-სთვის სერვისის გაწევის/პროდუქტის მიწოდების ფარგლებში, სერვისის გამწევი, პროდუქტის მიმწოდებელი ფიზიკური პირების მიერ საკუთარი პერსონალური მონაცემების გაზიარება მათსა და BDO-ს შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში. ამ შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველია ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და BDO მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.
BDO-ს ოფისის სტუმრები (ვიდეომონიტორინგი) - BDO-ს საერთო სარგებლობის სივრცეებსა და შეხვედრების ოთახებში ხორციელდება ვიდეომონიტორინგი, რომელიც ამუშავებს პირის გამოსახულებას და მის გადაადგილებას. ვიდეომონიტორინგის განხორციელების მიზანია თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვა, ბიდიო ჯგუფის ფირმების საკუთრების დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება ან/და მისი გამოვლენა. ვიდეომონიტორინგის სისტემა და ვიდეოჩანაწერები დაცულია არამართლზომიერი ხელყოფისა და გამოყენებისგან. ვიდეოჩანაწერზე წვდომა ხორციელდება, როგორც წესი, მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას, საგამოძიებო მოქმედებისას, ინციდენტის გამოვლენისას, საკუთრების დაკარგვისას ან თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით საჭირო მოქმედებების შესასრულებლად. ბიდიო ჯგუფში უზრუნველყოფილია ვიდეოჩანაწერებზე წვდომის თითოეული შემთხვევის აღრიცხვა, მათ შორის, წვდომის დროისა და მომხმარებლის სახელის აღრიცხვა, რომელიც რომელიც წვდომის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა. ვიდეოჩანაწერი ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით და მასზე წვდომა აქვს ბიდიო ჯგუფის შესყიდვებისა და ოფისის უზრუნველყოფის მენეჯერს და ბიდიო ჯგუფის უმაღლესი აღმასრულებელი უფლებამოსილების მქონე პირებს (საჭიროების შემთხვევაში). ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნები თვალსაჩინოდ არის განთავსებული შესაბამის ადგილებში.
სხვა ფიზიკური პირები - BDO აგროვებს პერსონალურ მონაცემებს იმ პირებისგან, ვინც უკავშირდება BDO-ს შეკითხვით, საჩივრით, კომენტარით ან უკუკავშირით. ასეთი მონაცემები შეიძლება იყოს სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და შესაბამისი კომუნიკაციის შინაარსი. ასეთ შემთხვევებში, პირი რომელიც უკავშირდება BDO-ს, თავად აკონტროლებს გაზიარებულ მონაცემებს, BDO კი ამ მონაცემებს იყენებს მხოლოდ სათანადო გამოხმაურებისათვის. ასეთი პერსონალური მონაცემები შეიძლება მოიცავდეს პირის სახელს და გვარს, დამსაქმებლის დასახელებას, კონტაქტის ტიტულს, ტელეფონის ნომერს, ელ. ფოსტის მისამართს და სხვა საქმიან საკონტაქტო დეტალებს.