BDO საქართველოს 25 წლის იუბილე ქართულ ბიზნესგარემოში წლის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. შატო მუხრანის ისტორიულ მამულში გამართული გრანდიოზული საღამო ბიზნესის, კულტურისა და ადამიანური ფასეულობების შთამაგონებელ სინთეზად გადაიქცა. BDO-მ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კომპანიის წარმატება სცილდება ფინანსურ მაჩვენებლებს და ეფუძნება ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა: სანდოობა, ერთგულება, პროფესიონალიზმი და მუდმივი სიახლე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიის თანამშრომლები, პარტნიორები, ალუმნები, საერთაშორისო სტუმრები და ბიზნესისა თუ კულტურის სფეროს ლიდერები. ოფიციალურ ნაწილში სიტყვით გამოვიდნენ BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი, პარტნიორი მაია ხაჩიძე, BMG-ის გენერალური პროდიუსერი გიორგი ისაკაძე და ასევე BDO-ს გლობალური ქსელის წევრი ფირმების წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში.
საღამოს განსაკუთრებულად ემოციური ელფერი შესძინა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის მუსიკალურმა სპექტაკლმა „მეხსიერების ბარათი: კინომუსიკის შედევრები“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მოწვეული არტისტები ნატალია ქუთათელაძე, გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი და ვანიანო ხაჩიძე, რომელთა ნიჭმა, ენერგიამ და სცენურმა სინერგიამ შატო მუხრანი შთაგონების და ემოციის მთავარ ეპიცენტრად აქცია. ნიკოლოზ რაჭველის პერფორმანსმა ზუსტად გადმოსცა იუბილეს მთავარი აზრი - ფასდაუდებელი მემკვიდრეობა, ტრადიცია და მუდმივი განახლება, რასაც BDO უკვე მეოთხედი საუკუნეა ინარჩუნებს.
„ჩვენთვის ეს იუბილე მხოლოდ თარიღი არ ყოფილა, ეს იყო საღამო, როცა BDO-ს ისტორიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ადამიანების, კულტურისა და ბიზნესის ერთიანობის ძალა. შატო მუხრანში გამართული საღამო სრულად ასახავდა ჩვენი ბრენდის ფილოსოფიას - სანდოობას, ერთგულებას, პროფესიონალიზმსა და მუდმივ სიახლეს. ჩვენთვის წარმატება მხოლოდ შედეგებით არ იზომება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გამოცდილება და ემოცია, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობისას ვქმნით. განსაკუთრებული სიამოვნება იყო იმის დანახვა, თუ როგორ გაერთიანდნენ ერთ სივრცეში ჩვენი პარტნიორები, თანამშრომლები და მეგობრები - ადამიანები, რომლებიც ქმნიან ბრენდის ნამდვილ, შთამაგონებელ ენერგიას“, აღნიშნა BDO საქართველოს ბრენდისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანანო ციცვიძემ.
BDO საქართველოს 25 წლის იუბილე გახდა არა მხოლოდ წარსულის აღნიშვნა, არამედ მომავლის ხედვის ფორმულირება - ლიდერობა, ნდობა და უწყვეტი განვითარება, რომელიც კომპანიის ისტორიას განსაზღვრავს უკვე მეოთხედი საუკუნეა.

.png)






