BDO-მ განაახლა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001:2013 სერტიფიცირება

BDO-მ განაახლა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001:2013 სერტიფიცირება

აუდიტი ჩაატარა წამყვანმა ევროპულმა კომპანია EuroCert-მა, რომელიც სასერტიფიკატო მომსახურებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ეწევა. აუდიტის პროცესი მოიცავდა ინფორმაციული უსაფრთხოების არსებული დოკუმენტაციის, რისკების შეფასების მიდგომებისა და შედეგების შესწავლას, დაკვირვებას არსებული კონტროლის მექანიზმებზე და ბიზნეს უწყვეტობის პროცესზე. შესაბამისი სამუშაო გასწია ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტმა, რომელიც მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს სერვისების ხელმისაწვდომობას, მონაცემების კონფიდენციალურობასა და მთლიანობას.

ISO 27001 არის მსოფლიოში აღიარებული, რისკების მართვაზე დაფუძნებული სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების ეფექტური  კონტროლების და პროცესების დანერგვისა და შენარჩუნების მოთხოვნებს.

სტანდარტის დანერგვა ადასტურებს კომპანიის მაღალ პასუხისმგებლობას დამკვეთების, პარტნიორების და დაინტერესებული მხარეების მიმართ. ჩვენ ვაგრძლებთ ინვესტირებას მათი ინფორმაციის უსაფრთხო, დაცული განთავსების და დამუშავების პროცესებში.

განგრძობითი სერტიფიცირებით BDO უზრუნველყოფს მარეგულირებელ მოთხოვნებთან სრულ შესამაბისობას, რაც, ბუნებრივია, მნიშნველოვანია ბრენდის მიმართ ნდობის და კომფორტული თანამშორმლობისთვის. აღნიშნული სტანდარტის დანერგვით BDO კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანის მისთვის თითოეული დამკვეთი და მათი კონფიდენციალური და/ან პერსონალური მონაცემები.

ISO 27001 სტანდარტის მოთხოვნა ორგანიზაციების მიმართ, დანერგონ და შეინარჩუნონ განვითარების, პროგრესის კულტურა, სრულიად ორგანულია BDO-სთვის, რომლის ერთერთი უმთავრესი ღირებულება სწორედ მუდმივ განვითარება და ინოვაციაა. განგრძობითი სერტიფიკაცია ჩვენთვის გაუმჯობესების,  ახალი შესაძლებლობების ძიების გზაა - ცოდნის, დამოკიდებულებების და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების თვალსაზრისით. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ეფექტური პოლიტიკების, პროცედურების და პროცესების შემუშავებაზე უწყვეტი მუშაობა საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ გამართული შიდა ოპერაციები, შევამციროთ უსაფრთხოების ინციდენტების რისკი და გავზარდოთ ეფექტურობა. ეს ძალისხმევა მიმართულია დაპირებული ხარისხის და გამორჩეულ მომსახურების სტანდარტის შენარჩუნებისკენ.