BDO Digital-ი უსაფრთხოების მიმართულებით Microsoft-ის 2023 წლის პარტნიორი გახდა

BDO Digital-ი უსაფრთხოების მიმართულებით Microsoft-ის 2023 წლის პარტნიორი გახდა

 

პეტ კრამერი (Pat Kramer) BDO- გლობალური აღმასრულებელი დირექტორი: „Microsoft-თან სტრატეგიული ალიანსის დაწყებიდან მალევე ნათელი გახდა ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა ორივე მხარისთვის. მახარებს, რომ 2023 წელს ჩვენი და Microsoft-ის მყარი პარტნიორობა აღინიშნა BDO Digital-ის მიერ წლის უსაფრთხოების პარტნიორის სტატუსის მიღებით. ჩვენი სტრატეგიული ციფრული მიდგომები და გლობალური ციფრული და ბიზნეს ექსპერტიზა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, შევქმნათ ფასეულობა ჩვენი კლიენტებისა და ერთმანეთისთვის“.

Microsoft-ის წლის პარტნიორის ჯილდო გადაეცემა კომპანიებს, რომელთაც უკანასკნელი წლის განმავლობაში განავითარეს და მიაწოდეს Microsoft-ის ბაზაზე შექმნილი აპლიკაციები, სერვისები და მოწყობილობები. ჯილდოს გადაცემა მოხდა რამდენიმე კატეგორიაში, ხოლო ლაურეატების შერჩევა განხორციელდა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 4 200 ნომინანტიდან. BDO Digital-მა გამარჯვება მოიპოვა წამყვანი გადაწყვეტილებებისა და მომსახურების მიწოდებისთვის უსაფრთხოების მიმართულებით.

წლის უსაფრთხოების პარტნიორი ის კომპანია ხდება, რომელიც ასრულებს გამორჩეულ სამუშაოს, რათა კლიენტებს შესთავაზოს კომპლექსური გადაწყვეტილებები უსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც ეფუძნება Microsoft-ის უსაფრთხოებისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობებს Microsoft 365-სა და Microsoft Azure Security-ში.

„გულითადად ვულოცავთ Microsoft-ის წლის დაჯილდოვების ყველა გამარჯვებულსა და ფინალისტს. ინოვაციური ახალი გადაწყვეტილებები და სერვისები, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს კლიენტებზე და უზრუნველყოფს ციფრულ ტრანსფორმაციას, აჩვენებს ყველაფერ საუკეთესოს, რაც შესაძლებელია Microsoft Cloud-ის გამოყენებით“, აცხადებს ნიკოლ დეზენი (Nicole Dezen) Microsoft-ის აღმასრულებელი პარტნიორი და კორპორატიული ვიცე-პრეზიდენტი გლობალური პარტნიორული გადაწყვეტილებების მიმართულებით.

Microsoft-ის წლის პარტნიორის ჯილდოს გამარჯვებულები ცხადდებიან ყოველწლიურად,  პარტნიორების გლობალურ კონფერენციამდე Microsoft Inspire, რომელიც მიმდინარე წლის 18-19 ივლისს ჩატარდება.

დამატებითი დეტალები 2023 წლის დაჯილდოვების შესახებ ხელმისაწვდომია Microsoft-ის პარტნიორების ბლოგზე

კატეგორიების, გამარჯვებულებისა და ფინალისტების სრული სიის ნახვა შესაძლებელია ამ მისამართზე