#ჩემისახელით: BDO-ს სოციალური პროექტი

#ჩემისახელით: BDO-ს სოციალური პროექტი

გვქონდა პატივი შევხვედროდით მათ მეუღლეებს, შვილებს, მშობლებს, დებსა და ძმებს, მოგვესმინა გმირობის არაერთი შთამაგონებელი ისტორია მამაცი, სამშობლოზე შეყვარებული, თავდადებული ადამიანების შესახებ.

ამ კამპანიით გვინდოდა გვეჩვენებინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის მათი მეუღლეების, მამების, შვილების, ძმების ღვაწლის დაფასება და ტკივილის გაზიარება.

პროექტი ითვალისწინებს, 24 თებერვლიდან 6 დეკემბრის ჩათვლით გმირულად დაღუპული მებრძოლების ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას და ფოკუსირდება სამშობლოში გადმოსვენებულ მებრძოლებზე, რომლებსაც საქართველოში ოჯახები დარჩათ. ამ ოჯახებისთვის ცხოვრება უნდა გაგრძელდეს ღირსეულად და თუკი ამ პროექტით შევძლებთ მადლიერების გამოხატვას, ჩავთვლით რომ რაღაც კარგს ჩაეყარა საფუძველი.

#PeopleHelpingPeople #დიდებაგმირებს #СлаваУкраїні