BDO მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავის ტურისტული პოტენციალის კვლევის პროექტში

BDO მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავის ტურისტული პოტენციალის კვლევის პროექტში

გარდა ამისა, ლოკაციებზე საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტების მომზადება, ტურისტული ბილიკების მონიშვნა, საოჯახო ტიპის  სასტუმრო სახლებისა და სოფლის მეურნეობების განვითარების პროექტებზე რეკომენდაციების მომზადება განხორციელდება.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები უკვე შეხვდნენ სოფელ ყოროლისთავის მოსახლეობას და ესაუბრნენ დაგეგმილი პროექტის შესახებ. გარდა ამისა,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ქალაქ ბათუმში ჩატარდა ვორქშოპი, რომლის ფარგლებშიც განიხილეს პროექტის გეგმა და მნიშვნელოვანი ასპექტები.

პროექტში BDO ნიდერლანდურ კომპანია CITYFÖRSTER-თან ერთად არის ჩართული. მის როლს  ფინანსური მოდელირება და საბოლოო პროდუქტის ანალიზზსა და ჩამოყალიბებაში მონაწილეობა წარმოადგენს. BDO ასევე აქტიურად არის ჩართული საორგანიზაციო ნაწილში და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან სამუშაო შეხვედრებსა და დისკუსიებს უზრუნველყოფს.

მაია ხაჩიძე, BDO-ს პარტნიორი:“მოხარული ვართ ჩვენი ჩართულობით მნიშვნელოვან ტურისტულ პროექტში, რომელიც აჭარის რეგიონში ხორციელდება და ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარება-პოპულარიზაციას. BDO-ს მრავალმხრივი ექსპერტიზა ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში, ასევე ბაზრის კვლევის და ანალიზის სფეროში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კვლევებზე დაფუძნებული ტურისტული განვითარების გეგმის მომზადებასა და რეგიონში ახალი ტურისტული მიმართულების შექმნის პროცესში“.

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.