BDO-მ 2022 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა

BDO-მ 2022 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა

BDO-ს ინვესტიციებმა ტალანტებში, სერვისებსა და ტექნოლოგიებში საფუძველი დაუდო ზრდას, ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და მდგრადი გადაწყვეტილებების მიწოდებას, რომელიც ორიენტირებულია კლიენტებზე. 

2022 წლის 30 სექტემბერს დასრულებული ფინანსური წლისათვის BDO-ს გლობალურმა 
კომბინირებულმა შემოსავალმა 12.8 მლრდ აშშ დოლარი/11.8 მლრდ ევრო შეადგინა, რაც ადასტურებს წლიდან წლამდე ზრდას 12.1%-ის ოდენობით, მუდმივი გაცვლითი კურსით (+20% აშშ დოლარში, +8.76% ევროში). 
*BDO-ს ექსკლუზიური ალიანსების ჩათვლით

ყველაზე დიდი ზრდა ამერიკის რეგიონში დაფიქსირდა, რომლის შემოსავალიც +14.5%-ით გაიზარდა. BDO-მ აშშ-ში განაცხადა შემოსავლის 25%-იანი ზრდის შესახებ. აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში ქსელის ფირმების ძირითადმა ნაწილმა აჩვენა ძალიან კარგი შედეგები. განგრძობითი პრობლემების ფონზე, რომელიც უკავშირდება ჯანდაცვის კრიზისს და მისგან გამომდინარე შეზღუდვებს, ჩინეთში ფიქსირდება ზრდის მცირეოდენი შეფერხება. EMEA-ს რეგიონსა და უფრო ევროპაში ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა იქონია გეოპოლიტიკურმა პრობლემებმა და კონფლიქტებმა. არის სტაბილური და სოლიდური ზრდა გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში და მოხარული ვართ, რომ ვხედავთ ჩვენი სტრატეგიული მიდგომის შედეგს ბრენდის მიმართ მეტი ნდობის და ზრდის სახით სხვა ბაზრებზე საფრანგეთში, ნორვეგიასა და ისრაელში. 

დაცვა და გაძლიერება

დღეს ჩვენ მონაცემების სამყაროში ვცხოვრობთ თუმცა რესურსების ცალსახა დეფიციტის წინაშე ვდგავართ. ეს გვაიძულებს ვიფიქროთ და ვიმუშაოთ განსხვავებულად. BDO-ს მიერ წამყვან ტექნოლოგიებში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ახალ სერვისებში ინვესტირების სტრატეგია ჩვენს გლობალურ ორგანიზაციას ახალი შესაძლებლობების ბაზარის ლიდერად წარმოაჩენს. ჩვენი ქსელის ფირმები დღეს გაცილებით მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ რესურსებს ჩვენი კლიენტების მხარდასაჭერად და შეგნებულად ვმუშაობთ ბიზნესის ერთობლივი განვითარებისთვის. 

BDO-ს 2022 წლის შედეგებს ასე აფასებს ჩვენი გლობალური აღმასრულებელი დირექტორი პეტ კრამერი (Pat Kramer): "სამყაროში, რომელსაც ცვლილებები ამოძრავებს, ახლა ჩვენთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე BDO-ს დაცვა და გაძლიერება. კლიენტებისთვის BDO ყოველთვის რელევანტური მრჩეველია. ჩვენ ყოველთვის მივისწრაფვით ვიყოთ ლიდერები ხარისხის და კლიენტზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების თვალსაზრისით. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვაღწევთ გლობალური ზრდის ახალ სიმაღლეებს, ისე როგორც არასდროს გვაქვს მზაობა ინვესტირება გავაკეთოთ ჩვენს ბიზნესსა და თანამშრომლებში ნამდვილი გლობალური ხედვით. BDO-ს აქვს კარგი საფუძველი, რომელზეც მუდმივად ვაშენებთ ახალ მიღწევებს და მოქნილად მივყვებით გარდაუვალ ტრანსფორმაციას. ჩვენ მზად ვართ ცვლილებებისთვის, რომელიც წინ გველოდება და განვაგრძობთ ინვესტირებას ხარისხში, გაციფრულებაში, ტექნოლოგიებსა და ტალანტებში ჩვენი კლიენტებისა და თანამშრომლების სასიკეთოდ". 

BDO-ს ტრანსფორმაციის გზა

ცვალებადი გარემო ქმნის ახალ შესაძლებლობებს. წარმოუდგენლად მასშტაბური სამყარო საჭიროებს გლობალურ სერვისებს ყველა ბიზნესმიმართულებისა და ინდუსტრიისთვის. კლიენტების საუკეთესოდ მხარდასაჭერად, ჩვენ განვაგრძობთ ძლიერი და მდგრადი კომპანიის შექმნას და ვფოკუსირდებით მართლაც გლობალურ სტრატეგიებზე, რომელიც შეუცვლელია ჩვენი კლიენტების მხარდაჭერის პროცესში, მათი ტრანსფორმაციის გზაზე. ჩვენ  ძირითადი მიმართულებებია აუდიტი, გადასახადები და ბიზნეს კონსულტაციები, თუმცა, არანაკლებ ვკონცეტრირდებით ასევე რისკებსა და ხარისხზე, ტექნოლოგიებზე, მდგრადობაზე, ტალანტებსა და საერთაშორისო ბიზნესის რიგ სფეროებზე. 

რა გამოარჩევს BDO-ს

BDO შეგნებულად აგრძელებს მულტიდისციპლინარული მოდელით მუშაობას. შედეგად ჩვენს კლიენტებს მუდიმვად მიუწვდებათ ხელი საუკეთესო გადაწყვეტებზე BDO-ს პროფესიონალების მხარდაჭერით, რომლებიც ფლობენ და უწყვეტად იღრმავებენ ცოდნას ბიზნესის, ინდუსტრიების და ბაზრების შესახებ. ჩვენი გლობალური ორგანიზაციის შთამბეჭდავი ზომის შენარჩუნებით შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ და ჩავდოთ იმავე მასშტაბის საპირწონე ინვესტიცია განვითარებაში, რაც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ ლიდერები ხარისხის თვალსაზრისით და შევამციროთ პოტენციური რისკები.

მიზნის ძალა

BDO მისიაზე ორიენტირებული კომპანიაა და გვჯერა, რომ სწორედ ამ გზით ყველაფერი უკეთ გამოგვდის. კონცეფცია WHY ჩვენი არსებობის ფუნდამენტური მისიაა და ის განსაზღვრავს, თუ როგორ ვმუშაობთ კოლეგების, კლიენტებისა და საზოგადოებისთვის. ეს აისახება ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ.  

ჩვენი მყისიერი რეაგირება უკრაინაში ომის დაწყების დროს, ჩვენი კონცეფციის - WHY დადასტურებაა. ჩვენ ხალხთან ერთად, რომელიც ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, კრიზისზე რეაგირების გლობალური კომიტეტი სულ რამდენიმე დღეში დაარსდა, მოხალისეები მუშაობდნენ 24 საათიან რეჟიმში, რომ ჩვენი უკრაინელი კოლეგები უსაფრთხო ადგილზე გადაეყვანათ. შეიქმნა  BDO-ს გლობალური ფონდი, სადაც დონაციები გაკეთდა როგორც BDO-ს ფირმების, ისე თანამშრომელთა მიერ. მრავალ მულტინაციონალურ კომპანიასთან ერთად,  BDO-მ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თავისი საქმიანობა რუსეთსა და ბელორუსში.  

პირველი კრიტიკული კვირების შემდეგ, BDO-მ უკრაინაში ისევ დაიწყო ოპერირება, მოახერხა თავისი საქმიანობის ოპტიმიზაცია და დაიწყო ბიზნესის განვითარების ახალი ეტაპი, მათ შორის Nearshoring-ის მოდელით მუშაობა BDO-ს ქსელის ფირმებთან რეგიონში.

პეტ კრამერი დასძენს: “ძალიან ვამაყობ ჩვენი კომპანიითა და ხალხით, რომელთა განგრძობითმა ზრუნვამ კლიენტებზე შესაძლებელი გახადა სტაბილური ზრდა წლის განმავლობაში.  ჩვენ გვაქვს BDO-ს უნიკალური კულტურა და ასევე ჩვენი  WHY კონცეფცია, რომელიც აჩვენებს თავის ძალას. BDO-ს კულტურის განვითარება არის გასაღები ვიყოთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ჩვენი ხალხის, კლიენტებისა და საზოგადოებისთვის.”