BDO-ს პარტნიორს დავით გელაშვილს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სტატუსი მიენიჭა

BDO-ს პარტნიორს დავით გელაშვილს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სტატუსი მიენიჭა

მან წარმატებით გაიარა ავტორიზაციის ყველა ეტაპი, რის საფუძველზეც უფლებამოსილია ჩაერთოს  გადახდისუუნარობის წარმოებაში  რეაბილიტაციის მმართველის, გაკოტრების მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის  სტატუსით, რაც განსაზღვრულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” ახალი 2021 წლის კანონით.

დავით გელაშვილი: „აღნიშნული კანონი ახლებურად აწესრიგებს გადახდისუუნარობის პროცესის მართვის მთელ რიგ ასპექტებს, ხოლო ავტორიზაცია საშუალებას გვაძლევს  ისეთივე წარმატებით ვიყოთ ჩართული გადახდისუუნარობის რეფორმირებულ პროცესში, როგორც სამართლებრივი მომსახურების სფეროში, ჩვენი 17 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში.”