BDO პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020-ის ორგზის ნომინანტი და გამარჯვებულია

BDO პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020-ის ორგზის ნომინანტი და გამარჯვებულია

წლევანდელი კონკურსი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და  კომპანიები დაჯილდოვდნენ იმ პროექტებისა თუ ინიციატივებისთვის, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.

ჩვენ საკონკურსო პროექტი ორ კატეგორიაში წარვადგინეთ: „თანამშრომელთა მხარდაჭერა“ და „მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა“. სასიხარულოა, რომ ორივე პროექტმა მიიპყრო ჟიურის ყურადღება და წარდგენილ იქნა ნომინაციებზე.

კატეგორიაში „თანამშრომელთა მხარდაჭერა“ ჩვენ წარვადგინეთ პროექტი: „ლავირება ახალ რეალობაში - BDO-ს ვირტუალური ოფისი“, რომელმაც პანდემიის ფარგლებში, საშუალება მოგვცა შეგვექმნა ჯანსაღი, კომფორტული, სტრესისგან თავისუფალი სამუშაო გარემო, სადაც უზრუნველყოფილი იყო თანამშრომლების ჯანმრთელობა და ფინანსური სტაბილურობა. პროექტი მიზნად ისახავდა სამუშაო პროცესის გამარტივებას, საერთო კორპორატიული გარემოს დისტანციურ რეჟიმში უზრუნველყოფას, თანამშრომლებისთვის კომუნიკაციის ერთიანი არხის არსებობასა და სამუშაო პროცესის ამ ვირტუალურ გარემოში გადმოტანას ისე, რომ ნაკლებად სტრესული და მტკივნეული ყოფილიყო თანამშრომლებისთვის.

კატეგორიაში „მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა“ წარდგენილი გვქონდა საქართველოს ბაზრისთვის ადაპტირებული Rethink-ის მოდელი მთავარი ბირთვის სახით და კრიზისზე რეაგირების სპეციალური ჰაბი, სადაც თავს იყრის BDO-ს მიერ ბიზნესის და საზოგადოების მხარდაჭერის პროექტები და რესურსები. პროექტს საფუძვლად BDO-ს გლობალური ინიციატივები უდევს, რომელიც მიმართული იყო ბიზნესის სტრატეგიული მხარდაჭერისკენ და დახმარებისკენ კრიზისზე რეაგირების, მდგრადობისა და ახალ რეალობაში გარდასახვის გზაზე.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora წელს მესამედ ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს აფასებდა დამოუკიდებელი ჟიური (გარე შემფასებელთა ჯგუფი), რომლის წევრები წარმოადგენდნენ საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სამეცნიერო წრეებს და მოწვეული იყვნენ მიუკერძოებლობის, ცოდნისა და გამოცდილების გამო.

ნომინაციები და გამარჯვება პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში BDO-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რადგან როცა ვხედავთ ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგებს ჩვენივე ფასეულობებთან ჰარმონიაში, ვრწმუნდებით, რამდენს ნიშნავს ცალსახად ჩამოყალიბებული მისია და ღირებულებები ორგანიზაციისთვის.

მადლობას ვუხდით კონკურსის ორგანიზატორებს მნიშვნელოვანი თემების წამოწევის და სათანადო ყურადღებისთვის.