BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე

BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე


საკონსულტაციო ჯგუფის GEPRA-სა და კვლევითი კომპანია "ტრაექტორიას" თანამშრომლობით ჩატარდა ბიზნეს საკონსულტაციო სფეროს კომპანიების - აუდიტორული, ბიზნეს სერვისების და IT საკონსულტაციო ბრენდების ცნობადობის და მათ შესახებ ინფორმირებულობის კვლევა, რომლის ფარგლებშიც შემთხვევითი შერჩევით 15 ინდუსტრიიდან, საქართველოში მოქმედი მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიები გამოიკითხა. კვლევაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის და ბიზნესის ექსპერტებმა.

კვლევის თანახმად, BDO ყველაზე ცნობად ბრენდად და ბიზნეს საკონსულტაციო ბაზრის ლიდერად დასახელდა. რესპონდენტების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა BDO-ს პორტფელის მრავალფეროვნება და ციფრული ტრანსფორმაციის სერვისები, რაც მათი მოსაზრებით, კომპანიის უწყვეტი განვითარების მიმანიშნებელია და მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შექმნას ემსახურება. გამოკითხულთა მიერ BDO-ს, როგორც უშუალო და გულისხმიერი ბრენდის აღქმა განსაკუთრებით სასიამოვნოა. რესპონდენტები თვლიან, რომ BDO-სთან თანამშრომლობა და კომუნიკაცია კომფორტულია, კომპლექსური შეთავაზებები მოქნილია, შეუძლიათ ადვილად მიიღონ რეკომენდაცია და რჩევა მათთვის საინტერესო თემებზე.

საგულისხმოა, რომ რესპონდენტების დიდმა ნაწილმა BDO-სთან მიმართებით ყურადღება გაამახვილა კომპანიის რეპუტაციაზე, მომსახურების სტაბილურად მაღალ ხარისხზე, პროფესიონალიზმზე და მაქსიმალურად ადაპტირებაზე ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებთან. უკვე 21 წელია  BDO აუდიტორულ ბაზარზე გლობალური ბრენდის ღირებულებებს ამკვიდრებს, უზრუნველყოფს განუხრელ ხარისხს და ურთიერთობებში შემოაქვს უნიკალური ელემენტები, რომელიც ქმნის BDO-ს გამორჩეულ კულტურას საქართველოში.

როგორც გლობალური ბრენდი BDO ორიენტირებულია კლიენტებს შესთავაზოს გამორჩეული მომსახურება, მრავალმხრივი გამოცდილება და შესაძლებლობები. თუმცა გლობალურთან ერთად, გასათვალისწინებელია ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკა და ის თუ რამდენად სწორად ახერხებს კომპანია გლობალური ხარისხის სათანადოდ შენარჩუნებას. კვლევის მიზანს სწორედ ბრენდის მიმართ არსებული განწყობების შეფასება და სერვისებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის ხარისხის დადგენა წარმოადგენდა.

ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი: „მოხარული ვართ, რომ BDO-ს კარგად იცნობს ბიზნესსაზოგადოება და ლიდერად ასახელებს აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების ბაზარზე საქართველოში. ამ კვლევამ საშუალება მოგვცა ახლებურად გაგვეაზრებინა ის მიმართულებები, რომელიც წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს ორიენტირს და მიდგომები, რომლითაც ვპასუხობთ თანამედროვე ბიზნესმოთხოვნებს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ კომპანიებს შევთავაზოთ გადაწყვეტილებები, რომელიც მათ დაეხმარება ბიზნესის ეფექტურად მართვასა და სასურველი შედეგების მიღწევაში, ამისთვის აქტიურად ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რადგან ვთვლით, რომ ტექნოლოგიური პროგრესი და ბიზნესის გაციფრულება განუსაზღვრელ შესაძლებლობებს იძლევა. მიმაჩნია, რომ ტრადიციულ სერვისებთან ერთად ბიზნესის ტრასფორმაციის თანამედროვე გადაწყვეტილებების შეთავაზება ჩვენს ერთ-ერთ მძლავრ უპირატესობას წარმოადგენს. BDO-ს ფასეულობები და გლობალური გამოცდილება ინოვაციებისადმი მუდმივ სწრაფვასთან ერთად გვეხმარება კომპანიებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი სერვისები. მიხარია, რომ ჩვენი ამგვარი ძალისხმევა უყურადღებოდ არ დარჩენილა ბიზნესის მხრიდან, რომელმაც სათანადო შეფასება მისცა BDO-ს ბრენდს და დაგვეხმარა სწორად გავიაზროთ ჩვენი საქმიანობა შემდგომი, უწყვეტი ზრდისა და განვითარებისთვის“.