რატომ Shelf-ი?
რატომ Shelf-ი?
დაკარგული შემოსავლების მინიმიზაციითა და კვადრატულ მეტრზე მომგებიანობის გაზრდით
დეტალური პლანოგრამითა და მარაგების ბრუნვის ანალიტიკით
პროცესების სტანდარტიზებითა და მობილური აპლიკაციის საშუალებით
მერჩენდაიზინგის ციფრული ტრანსფორმაცია
მაღაზიის სივრცის დაგეგმვა
სისტემაში შესაძლებელია ნებისმიერი მაღაზიის სივრცის გეგმის ასახვა, მათ შორის ზონების დეტალიზაციით. პროგრამაში ასევე აისახება თითოეული აქტივის (თარო, მაცივარი და ა.შ.) სქემა. ვიზუალური ანალიტიკა კი ამარტივებს გაყიდვების ინტენსივობის ანალიზს, თითოეული უბნის მიხედვით.
პლანოგრამის მენეჯმენტი
პროგრამაში თითოეული პროდუქციის განზომილებების შეყვანის შედეგად, მარტივდება თაროებზე პროდუქციის განთავსების პროცესის მენეჯმენტი. ამასთან, შესაძლებელია გაიწეროს ლოგიკები და წესები, რომელთა მიხედვითაც უნდა განთავსდეს პროდუქცია ამა თუ იმ ზონაში.
დავალებების მართვა
მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ცენტრალურ ოფისს მარტივად შეუძლია, გადასცეს მაღაზიებს ინფორმაცია შესასრულებელ დავალებებზე, იქნება ეს საქონლის განთავსება თუ რაიმე სხვა. შტრიხკოდის დასკანირების ფუნქცია კი ამარტივებს თანამშრომლებისთვის განთავსების, ნაშთებისა და ფასების გადამოწმების პროცესს.
ანალიტიკა და რეპორტები
მარტივად აღქმადი ვიზუალები თანამშრომლების მიერ დავალებების შესრულების კონტროლისთვის. ასევე, მაღაზიისა და კონკრეტული თაროების ანალიზი მარაგების ბრუნვადობის, გაყიდვების ინტენსივობის, ნაშთებისა და სხვა ჭრილში. ცხრილოვანი ანგარიშგებები ყველა აუცილებელი მაჩვენებლის ანალიზისთვის.