
მიხეილ ენუქიძე
Original content provided by BDO
Transfer Pricing News-ის უახლეს გლობალურ გამოცემაში ერთ-ერთი განახლება საქართველოდანაა. BDO საქართველოს საგადასახადო გუნდის მიერ მომზადებული მასალა ქვეყანაში ტრანსფერ ფრაისინგის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებას ეხება.
მიმდინარე წლის 25 თებერვალს ცვლილება შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, დეკლარირების გზით, ყოველწლიურად წარადგინონ ინფორმაცია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებით. ცვლილება მნიშვნელოვნად აძლიერებს ტრანსფერ ფრაისინგის რეგულირების ჩარჩოს საქართველოში და ზრდის ბიზნესის ანგარიშგებისა და შესაბამისობის მოთხოვნებს.
გლობალურ გამოცემაში საქართველოს თემის გაშუქება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ადგილობრივი რეგულაციური ცვლილებები უკვე საერთაშორისო კონტექსტშიც აქტიურად განიხილება.
საქართველოს გარდა, გამოცემა აერთიანებს ტრანსფერ ფრაისინგის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს კანადაში, კოლუმბიაში, ინდოეთში, ესპანეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში.
გაეცანით Transfer Pricing News-ის უახლეს ნომერს და ნახეთ, როგორ ეხმიანება საქართველოში განხორციელებული ცვლილებები გლობალურ ტენდენციებს.

მიხეილ ენუქიძე