მდგრადი განვითარება

მდგრადი განვითარება

დღეს ორგანიზაციებმა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში დაიწყეს ბიზნესის მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გააზრება; კომპანიებისთვის სულ უფრო ნათელი ხდება, თუ რა დატვირთვა აქვს ფინანსური, სოციალური და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრიორიტეტების გონივრულ კორელაციას. მდგრადობის თემების ელვისებური განვითარება მენეჯმენტისგან მოითხოვს მეტ გამჭვირვალობას, უფრო გამოკვეთილი რაოდენობრივი მიდგომების და დინამიური გაზომვების სისტემებზე აქტიურ მუშაობას.  

მდგრადობა მოიცავს გარემოსდაცვით, სოციალურ და კორპორაციული მართვის თემებს


 


 



მდგრადობის სისტემები ბიზნეს პროცესებში ინტეგრაციას მოითხოვს იმისთვის, რომ კომპანიის სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოვიდეს. ამგვარად ექნება ასეთი სისტემების არსებობას და მართვას რეალური შედეგები, რადგან მდგრადობის თემები ემოციურ, რეპუტაციულ ნაწილთან ერთად მკვეთრად არის დაკავშირებული ბიზნეს რისკებთან და რაც მთავარია, ახალ შესაძლებლობებთან.  


 


რისკების და შესაძლებლობების ანალიზზე დაყრდნობით კომპანიისთვის მდგრადობის სტრატეგიაზე მუშაობა ნიშნავს ბიზნესის სხვა კუთხით დანახვას და ისეთი ასპექტების გათვალისწინებას, რასაც ადრე უგულვებელყოფდა. ესაა კლიმატის ცვლილება, სამუშაო ძალის მიგრაციის ტენდენციები, სოციალური და პროფესიული ცვლილებები, ტექნოლოგიები და ინოვაციები, ახალი რეგულაციები და კანონები, ცხოვრების სტილის მრავალფეროვნება, სამომხმარებლო სფეროს დინამიურობა და სხვა.


 

რას გთავაზობთ BDO მდგრადი განვითარებისთვის?  

ჩვენი გუნდი BDO-ს გლობალური ქსელის ექსპერტებთან ერთად კომპანიებს ეხმარება ახლებურად დაინახონ ბიზნესის კეთების, ოპერაციების, დაინტერესებულ მხარეებთან ანგარიშგების თემები იმისთვის, რომ შეიმუშაონ მდგრადი მომავლისთვის რელევანტური სისტემები და მიდგომები. 

ჩვენი სერვისები მიმართულია ESG ფაქტორების გავლენების სწორი, სისტემური შეფასების და მათი სტრატეგიული გამოყენებისკენ და მოიცავს სერვისებს: 

  • სტრატეგია და მართვა 
  • მდგრადობასთან დაკავშირებული რისკების და მართვის სისტემები 
  • არაფინანსური ანგარიშგების წარდგენა და დამოუკიდებელი მხარის დამოწმება
  • ქალაქის ურბანული განვითარება.
გვანცა დევრისაშვილი

გვანცა დევრისაშვილი

დირექტორი, გარიგებებთან დაკავშირებული მომსახურება | მდგრადი განვითარების პრაქტიკის ხელმძღვანელი
personBDO.LiveSite.ViewBio