გაეროს გლობალური შეთანხმების ანგარიში - Communication on Progress 2022

მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ BDO საქართველოს პირველი Communication on Progress ანგარიში, რომელშიც გიამბობთ გაეროს გლობალური შეთანხმების და მისი პრინციპების ინტეგრირებისკენ გადადგმული ნაბიჯების და ძლისხმევის შესახებ ჩვენს ბიზნეს სტრატეგიაში, ორგანიზაციულ კულტურასა და ყოველდღიურ საქმიანობაში.

ანგარიში მოიცავს პერიოდს 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 30 ივნისამდე.

გასული 12 თვის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით იმაზე, რომ წვლილი შეგვეტანა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაში, ვყოფილიყავით ინსპირაციის და სწორი ინფორმირების და განათლების წყარო მდგრადობის თემაზე.

BDO-ს მიდგომას მდგრადობისადმი ხაზს უსვამს ჩვენი მისია, ცოდნით და გამოცდილებით შევქმნათ კეთილდღება საზოგადოებისთვის. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს ყველა ნაბიჯს, რომელიც მიმართულია მდგრადი ორგანიზაციული მოდელის და სისტემების ჩამოყალიბებისკენ, იმგვარად რომ ჩვენ მომავალს თაობებს ღირსეული, ჯანსაღი ცხოვრების და განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

UN Global Compact-ს 2021 წლის ივლისიდან შევუერთდით. ამ ანგარიშით ჩვენ ვადასტურებთ გაეროს გლოაბლური შეთანხმების  ათი უნივერსალური პრინციპის ერთგულებას ოთხ უმთავრეს არეში: ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოსდაცვა და ანტი-კორუფციული სისტემები.

UN Global Compact-ი მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ინიციატივაა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი კორპორატიული მმართველობით საქმიანობას წარმართავენ ეკოლოგიური გარემოს დაცვის და განვითარების, ეკონომიკის და საზოგადოების გაძლიერების მიზნების გათვალისწინებით. 

მთავრობები და ბიზნესი სულ უფრო მეტად იაზრებენ მათ როლს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. BDO პროფესიონალურ მხარდაჭერას სთავაზობს ყველა მხარეს, ვინც დაინტრესებულია, დანერგოს და თავისი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახადოს მდგრადი განვითარება.

ნახეთ, როგორ დაგეხმარებათ BDO ინდუსტრიაზე მორგებული საჭიროებების, ინტეგრირებული აგარიშგების და მდგრადობასთან დაკავშირებული სხვა თემების თვალსაზრისით ჩვენს სპეციალურ გვერდზე.

ჩვენ ყველას შეგვიძლია ჩვენი გადაწყვეტილებებით და თანმიმდევრული მოქმედებით შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ და უზრუნველვყოთ მეტი მდგრადობა თემის, საზოგადოების და ქვეყნებისთვის.

ჩამოტვირთეთ რეპორტი